Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.628
  • comments
    0
  • views
    309.116

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის საკანონმდებლო ინიციატივები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს

"დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ბუროზე წარვადგენთ დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ „ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“. არანაირი გამჭვირვალობა დღეს რეალურ მიზეზს რუსული კანონის ინიცირებისთვის არ წარმოადგენს, ყველანაირი ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას და აქვეყნებენ თავად ორგანიზაციები. ამასთან ჩვენი ცვლილებები, უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას, ვიმეორებ, საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კ

მიშა დაუშვილი - ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომლის შინაარსიც არის ის, რომ- რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს რუსული გავლენებისგან თავის დაცვა

ჩვენ, ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ხვალ გავა ბიუროზე და რომლის შინაარსიც არის ის, რომ- რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს რუსული გავლენებისგან თავის დაცვა. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 

ბექა ლილუაშვილი - ყველა ჩვენთაგანს გვიჭირავს ყველაზე მძლავრი იარაღი- ჩვენი ჩართულობა არჩევნებზე. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესები და დავაყენოთ შედეგი!

ჩვენ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, ყველა ჩვენთაგანს გვიჭირავს ყველაზე მძლავრი იარაღი- ჩვენი ჩართულობა არჩევნებზე. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესები და დავაყენოთ შედეგი!     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

ბექა ლილუაშვილი - დღეს, “ოცნება” ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად, რომელიც ყველანაირ მიღწევას, ღირებულებას, ფასეულობას გადააყოლებს ერთ მარტივ ამოცანას, რომ მომდევნო არჩევნებზე ქვეყანაში არ დარჩეს არანაირი ლეგიტიმური ძალა, ინსტიტუტი

დღეს, “ოცნება” ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად, რომელიც ყველანაირ მიღწევას, ღირებულებას, ფასეულობას გადააყოლებს ერთ მარტივ ამოცანას, რომ მომდევნო არჩევნებზე ქვეყანაში არ დარჩეს არანაირი ლეგიტიმური ძალა, ინსტიტუტი, რომელიც ობიექტური შემფასებლის როლს შეასრულებს, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. მე მაქვს ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების იმედი და მე მათ მოვუწოდებ, რომ ყველამ ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი სამოქალაქო პოზიცია უნდა გამოვხატოთ და მთავარი პასუხი ჩვენმა საზ

ბექა ლილუაშვილი - არ შეიძლება ერთ ქვაბში მოხარშო და ერთი სახელდება მისცე მტრული სახელმწიფოების მიერ წარმოებულ კამპანიას და შენი მეგობრების მიერ განხორციელებულ მხარდაჭერას

არ შეიძლება ერთ ქვაბში მოხარშო და ერთი სახელდება მისცე მტრული სახელმწიფოების მიერ წარმოებულ კამპანიას და შენი მეგობრების მიერ განხორციელებულ მხარდაჭერას თუ დახმარებას. ამიტომ, რა თქმა უნდა არანაირ გამჭვირვალობაზე საკითხი არ დგას, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე თუ როგორ გახლიჩოს საზოგადოება.  იმედი მაქვს, რომ ხვალ, ბიუროზე ეყოფათ გამბედაობა “ოცნების” წარმომადგენლებს, რომ პასუხი გაგვცენ იმაზე თუ აი ამ ალტერნატიულ კანონპროექტს რატომ ეუბნებიან უარს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტ

ვოლოდიმირ ზელენსკი - Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. „ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ - და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა - თითოეულისთვის და ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც ყოველდღიურად უნდა იყოს დიალოგში პარტნიორებთან. აბსოლუტურად აშკარაა, რომ საჰაერო თა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახო დავალიანების ჩამოწერა 145 ათას პირს შეეხება, დავალიანების ჯამური ოდენობა კი 590 მილიონ ლარს შეადგენს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. როგორც მინისტრი განმარტავს, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ. ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო. “ჯამში 145 ათასი პირია, რომელთა ჯამური საგადასახა

როგორ ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ რუსულ კანონს საერთაშორისო საზოგადოება - "ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეს პარტია კვლავ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს"

„ქართული ოცნების" მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაინიცირებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან. პირველი მამუკა მდინარაძის განცხადებას ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევროპას ზურგს აქცევს და სახით ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. https://twitter.com/petras_petras/status/1775431017978798106 საკუთარი აზრი გამოთქვა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა

გიორგი გახარია - მტრებს ეძებენ იქ, სადაც მეგობრებს უნდა ვეძებდეთ - შესაბამისად, ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამ კანონს ხალხმა რუსული დაარქვა

ხელისუფლებას არ მოსწონს რომ ამ კანონს ხალხი რუსულს ეძახის, რაც პირველ რიგში მათი ბრალია, რადგან ეს კანონი სამწუხაროდ თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის მეგობრებს და ოკუპანტს, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. მისივე თქმით, "ოცნებამ" ფაქტობრივად პირობა დადო, რომ ეს კანონი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა და მოიტყუა. "ყოფილმა პრემიერმა, ახალმა პრემიერმა, ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას დაპირდნენ

გიორგი გახარია - იგივე ხდებოდა სააკაშვილის ბოლო ჟამს. მას ყველგან რუსეთის აგენტები ელანდებოდა, ივანიშვილს ყველგან დასავლეთის აგენტები ელანდება

"ქართველი ხალხი დღეს არის ბევრად ევროპელი, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება პრო ვისია, უკვე აღარ ვიცი. ადრე ვამბობდი პროთავისიანები არიან-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, პანიკაში ჩავარდნილები იმდენ სისულელეს აკეთებენ,  უკვე პროგნოზირებაც შეუძლებელია. რა თქმა უნდა ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ასე ადვილი არ არის, დაზიანება კი შესაძლებელია ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯებით, ეს კანონი კიდევ იმიტომ არის რუსული, რომ საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს. კანონს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ს

გიორგი გახარია - იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო

"იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო. ეს რუსული პოლიტიკური აზრის ფუნდამენტია სამხრეთ კავკასიაში. როცა ვამბობთ, რომ დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, იმას გულისხმობს, რომ დასავლეთის ინტერესია საქართველო იყოს, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მტერსაც უნდა ველაპარაკოთ. როდესაც საქმე ეხება საქართველოსთვის ისეთ ეგზისტენციალურ თემას, როგორიც ტერიტორიული მთლიანობაა, ჩვენ ეს ლაპარაკი მოგვიწევს. ამ ხე

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს. მათ მიერ “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლი

ანა ბუჩუკური - არჩევნებამდე სულ რაღაც 7 თვე დარჩა და თქვენს ხელშია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი - ევროპას უთხრათ - კი, ხოლო რუსეთს - არა!

"დღეს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა „რუსული კანონის“ ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. დღესვე დავარეგისტრირეთ ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ, რომელიც საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და უკარგავს ოცნებას ყოველგვარ საფუძველს მიიღოს რუსული კანონი. ჩვენს ამ ორ კონკრეტულ ინიციატივაზე უარი კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, რომ „ოცნების“ მიზანი სინამდვილეში არა გამჭვირვალობაა, არამ

ანა ბუჩუკური - ყველაზე დიდი “რუსულობა” ამ კანონის არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს და ოფიციალურ მოკავშირეებს ერთ სიბრტყეზე აყენებს

ყველაზე დიდი “რუსულობა” ამ კანონის არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს და ოფიციალურ მოკავშირეებს ერთ სიბრტყეზე აყენებს. არჩევნები არის ყველაზე ძლიერი ინსტურმენტი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, რომ ევროპას ვუთხრათ კი! რუსეთს ვუთხრათ არა!     ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/713844654009999/

ვიკა ფილფანი - ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან და არავის მივცემთ უფლებას, ამდენი ადამიანის შრომა წყალში ჩაყაროს (ვიდეო)

„ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან და არავის მივცემთ უფლებას, ამდენი ადამიანის შრომა წყალში ჩაყაროს" ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/303236516137254/  

გიორგი გახარია - გვერევა მტერი და მოყვარე, ამიტომ ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს - ახლა ყველაზე კარგი მომენტია, რომ პროცესი დავასრულოთ მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გახარიამ აღნიშნა, 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავე დროს, გარკვეული იმედის მომტანი დღეც უნდა იყოს. „35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ, როდესაც გვერევა

პირი, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა, შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს,

ბექა ლილუაშვილი - გამჭვირვალობა ყველასთვის საერთო სტანდარტი უნდა იყო - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია. მისივე თქმით, მათ იმიტომ დააინიცირეს ეს ორად, რომ განხილვების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, სინამდვილეში ეს არის პაკეტი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც. „[ალტერნატიული კანონპროექტები] სინამდვილეში ერთია. ჩვენ იმიტომ დავაინ

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, - ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (

მილერი რუსულ კანონზე: ჯერ არ მინდა საუბარი ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, გადავდგათ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ჯერჯერობით არაფერს იტყვის იმ პოტენციურ ნაბიჯებზე, რომელსაც აშშ გადადგამს, თუ რუსული კანონპროექტი კანონად იქცევა. თუმცა, გამოხატა შეშფოთება და აღნიშნა, რომ ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. დღევანდელ ბრიფინგზე, რუსული კანონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად მეთიუ მილერმა თქვა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება რუსული კანონის შესახებ ადრეც გააკეთა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ აშშ-ის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლე

გაერო-ს წარმომადგენლობა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას - მოვუწოდებთ პარლამენტს გამოიწვიოს პროექტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კა

მიშა დაუშვილი - "ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა (ვიდეო)

"ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1707631556645257/

მიშა დაუშვილი - მსაგვსი ტიპის კანონები მიიღება მტრული სახელმწიფოებისგან თავის დასაცავად, ამ კანონის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ვერ დაგვიცავს ოკუპანტი რუსეთისგან (ვიდეო)

მსაგვსი ტიპის კანონები მიიღება მტრული სახელმწიფოებისგან თავის დასაცავად, ამ კანონის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ვერ დაგვიცავს ოკუპანტი რუსეთისგან, თუმცა ნამდვილად შეუშლის ხელს იმ მეგობრებს, რომლებიც გვიცავენ რუსეთისგან. თუ რეალური გამჭირვალება ადარდებს ოცნებას, თუ მართლა მტრულ სახელმწიფოებთან ბრძოლა სურს, ორი კანონპროექტი გვაქვს შეთავაზებული, ყველა ნათლად დავინახავთ რა არის მათი მთავარი მიზანი.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვი

ვიკა ფილფანი - იმიტომ ვდგავართ აქ, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპა (ვიდეო)

ქართველმა ახალგაზრდებმა სწორედ ამ დღეს მოგვიტანეს თავისუფლება, რომელსაც დაცვა სჭირდება. დღეს იმიტომ ვდგავართ აქ, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპა.  ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1123903662091570/

ბექა ლილუაშვილი - ეს კანონი ემსახურება ევროკავშირის დისკრედიტაციას, რადგან ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატია ნიშნავს სამართლიან არჩევნებს (ვიდეო)

როგორც ჩანს, დღეს ივანიშვილის მთავარი მიზანია საზოგადოების დაყოფით და დაპირისპირებით ხალხს მოპაროს არჩევნები. ეს კანონი ემსახურება ევროკავშირის დისკრედიტაციას, რადგან ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატია ნიშნავს სამართლიან არჩევნებს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/739960498281898/
×
×
  • შექმენი...