Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ.

„ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ - და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა - თითოეულისთვის და ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც ყოველდღიურად უნდა იყოს დიალოგში პარტნიორებთან. აბსოლუტურად აშკარაა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც გვაქვს უკრაინაში, არ არის საკმარისი - და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ ხარკოვს, კუპიანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, სუმის და ბევრ ჩვენს სხვა უკრაინულ თემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც უკრაინის დახმარება შეუძლია.

„მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური ნება გვჭირდება, რომ ეს სისტემები უკრაინას გადაეცეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...