Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - იგივე ხდებოდა სააკაშვილის ბოლო ჟამს. მას ყველგან რუსეთის აგენტები ელანდებოდა, ივანიშვილს ყველგან დასავლეთის აგენტები ელანდება


"ქართველი ხალხი დღეს არის ბევრად ევროპელი, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება პრო ვისია, უკვე აღარ ვიცი. ადრე ვამბობდი პროთავისიანები არიან-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, პანიკაში ჩავარდნილები იმდენ სისულელეს აკეთებენ,  უკვე პროგნოზირებაც შეუძლებელია. რა თქმა უნდა ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ასე ადვილი არ არის, დაზიანება კი შესაძლებელია ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯებით, ეს კანონი კიდევ იმიტომ არის რუსული, რომ საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს. კანონს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაარქვან უცხო ქვეყნის აგენტი, მეორე ნაწილს დაარქვან პაგტრიოტები. იგივე ხდებოდა სააკაშვილის ბოლო ჟამს. მას ყველგან რუსეთის აგენტები ელანდებოდა, ივანიშვილს ყველგან დასავლეთის აგენტები ელანდება. ამ კანონს როგორც კი მიაბამენ საარჩევნო კამპანიას და დაიწყებენ აღსრულებას, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება რა იყო ამ კანონის მიზანი."


გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...