Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - გამჭვირვალობა ყველასთვის საერთო სტანდარტი უნდა იყო - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია


პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია.

მისივე თქმით, მათ იმიტომ დააინიცირეს ეს ორად, რომ განხილვების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, სინამდვილეში ეს არის პაკეტი.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც.

„[ალტერნატიული კანონპროექტები] სინამდვილეში ერთია. ჩვენ იმიტომ დავაინიცირეთ ეს ორად, რომ განხილვების საშუალება გვქონდეს. სინამდვილეში ეს არის პაკეტი. ორივე კანონპროექტიც ემსახურება მარტივ საკითხს. ხელისუფალი ხომ ამბობს, რომ ეძებს მტრულად განწყობილ სახელმწიფოების გავლენების შეზღუდვის ბერკეტებს. ჩვენ ანტირუსული კანონის მიხედვით ვთქვით, რომ ჩვენი ისტორიული მტერი, რომელიც ებრძვის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომელიც პირდაპირ თავის საგარეო პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტებში პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ და სუვერენულ ინტერესებს, არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. მასთან ერთად ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამ ქვეყნებიდან წამოსულ საფრთხეებს, იქნება ეს მათი გავლენა თუ სხვა, დავუპირისპირებთ სისხლის სამართლებრივი დევნით. მეორე მხრივ, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც. ამიტომ, თქვენ ხომ ძალიან უსუსური და უუნარო ხელისუფალი ხართ. ყველაფერი თქვენს ხელშია და მაინც ამბობთ, რომ გამჭვირვალობის პრობლემაა. მაშინ აქ არის გრანტების შესახებ კანონი, რომელიც ყველას ავალდებულებს, გარკვეულ რეგულაციებს ამ მიმართულებით. საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს მათი განხორციელებული პროექტები, რამდენად ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი. ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ პროექტი და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - “გრანტების შესახებ“ კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...