Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.628
  • comments
    0
  • views
    309.400

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსა

„შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია

ელენე ნავერიანის ფილმი  „შაშვი შაშვი მაყვალი”  შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია. ფილმმა ჯილდო მიიღო საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო სცენარისა და მონტაჟის კატეგორიებში.  დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს გაიმართა ციურიხში.  შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ფილმები, რომლებიც შეიქმნა შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით.  სწორედ ამ უკანასკნელი ნიშნით მოხვდა ელენე ნავერიანის ფილმი კონკურსში.   „შაშვი შაშვი

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. „ნანგრევების გაწმენდისას სასწრაფო დახმარების სამსახურებმა კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთა რიცხვი ახლა 115 ადამიანს შეადგენს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. „ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენე

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, -

არასამთავრობო ორგანიზაციები - მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია - როგორც ჩანს, გავლენიანი მოსამართლეები შეეცდებიან თავი დააღწიონ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 24 მარტს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის თავიდან აცილებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან. როგორც მესამე სექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონფერენციის დღის წესრიგით პირველ საკითხად განსაზღვრულია „სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა“. სამოქალაქო საზოგადოების აზრით, „მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმ

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ. რუსეთს მიუსამძიმრეს და ტერაქტი დაგმეს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. თავდასხმა დაგმო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რუს ხალხსა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. განცხადება ასევე გაავრცელა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ, რომელმაც თავდასხმას „საშინელი და მხდალი“ უწოდა. მომ

კრემლი: დაკავებულია 11, მათ შორის, 4 ტერორისტი

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, FSB-ს დირექტორმა ვლადიმიტ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის, 4 ტერორისტის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, ალექსნადრ ბორტნიკოვმა პუტინს შეატყობინა, რომ ის პირები არიან დაკავებულნი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში. დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო. პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS

ლევან გოგიჩაიშვილი - შინაარსობრივი განსხვავება "ნაც.მოძრაობასა" და "ოცნებას" შორის მიდგომებში, დამოკიდებულებებში, დღეს აღარ არის

"შინაარსობრივი განსხვავება "ნაც.მოძრაობასა" და "ოცნებას" შორის მიდგომებში, დამოკიდებულებებში დღეს აღარ არის."  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1443880706537899/

პუტინი და დანარჩენი ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ – ზელენსკი ტერაქტზე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი და “სხვა ნაძირლები” ცდილობენ, მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა “სხვას გადააბრალონ”. “პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ, რაც გუშინ მოხდა. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს ადრეც ვნახეთ – აფეთქებული სახლები, ჩაცხრილვა და აფეთქებები. და ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი მოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუ

რუსული მედია - მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს

მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. „ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო. ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.   იპნ

„არ დავდგეთ ცალ ფეხზე" — დიმიტრი გვრიტიშვილის პრეზენტაცია მოსამართლეთა კონფერენციაზე

დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციაზე ე.წ კლანის მოსამართლე დიმიტრო გვრიტიშვილმა „ვეტინგის” საწინააღდეგო პრეზენტაცია ჩაატარა. დიმიტრი გვტირიშვილმა ახსენა ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, რომელიც „მოსამართლეთა კლანს” ეწინააღმდეგება. გვრიტიშვილმა ასევე ისაუბრა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ზოგ შემთვევაში კი მათი „ფეისბუქ-პოსტებიც” წარმოადგინა, რომლებშიც ასევე „კლანი” იყო გაკრიტიკებულ

CNN - ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ

ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ისრაელში პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირის ღაზის სექტორში დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ პალესტინელ პატიმრებს შორის 100-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის. CNN-ის ცნობით, ისრაელი დათანხმდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ბილ ბერნსის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც იმყოფებოდა დოჰაში, სადაც

თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ”ინტერპრესნიუსი" შსს-სთან დეტალებს არკვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.   იპნ

გახარია ახალი პრეზიდენტის არჩევაზე, წინასაარჩევნო თაღლითობაზე, ევრონესტზე (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ახალი პრეზიდენტის არჩევაზე, წინასაარჩევნო თაღლითობაზე, ევრონესტზე. ვიდეო:   

ბექა ლილუაშვილი - დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული "ოცნებაც" იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა"

"ოცნება" დაემსგავსა "ნაც. მოძრაობას", ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტადარ არჩევისთვის მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული "ოცნებაც" იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა". Მსგავსმა მხდალმა ნაბიჯებმა ვერც წინა ნაცებს უშველა, და ვერც თქვენ გიშველით. ნურც თქვენ კარგავთ დროს და ნურც ჩვენ გვაკარგვინებთ, დაუბრუნდით საქმეს!"  ბექა

ბექა ლილუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე - პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლ

ბექა ლილუაშვილი - „ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არ აქვს - მიხედონ ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას

„ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არა აქვს, ამ კანონის მიღება ამას ნიშნავს - ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” ერთს ამბობს, მეორეს კი აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამას საკუთარი ქმედებებითაც ადასტურებენ

ბექა ლილუაშვილი - გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?!

გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! - ეს მმართველი პარტიის პოზიციებს ძლიერად ვერ წარმოაჩენს, რადგან მცირდება სტანდარტი და ლეგიტიმაცია! - აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა. როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2014 წელს, საკრებულოს მაჟორიტარების არჩე

ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი და დაზარალებული მომხმარებლები - სად ირღვევა უფლებები

ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ, გასართობ, თუ კულტურულ ღონისძიებებზე, რიგ შემთხვევებში, ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივს მხოლოდ Tkt.ge ფლობს. ასე მოხდა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზეც, არ არსებობდა ალტერნატიული პლატფორმა, სადაც ბილეთების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, კიდევ უფრო გააქტიურდა, ბილეთების ე.წ შავი ბაზარი, სადაც 10-ლარიანი ბილეთები 100 ლარადაც კი იყიდებოდა. ონლაინ ბილეთების რეალიზატორი კომპანიების მხრიდან კონკურენციის პირობების დარღვევა კონკურენციისა დ

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა Gen Z-სა და მილენიალებისთვის

2024 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, Gen Z თაობისთვის და მილენიალებისთვის საუკეთესო ქვეყანად ლიეტუვა დასახელდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შემდეგი ფაქტებია გათვალისწინებული: მშპ ერთ სულ მოსახლეზე სოციალური მხარდაჭერა ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა თავისუფლება კორუფციის თავისუფლება  

ზაზა თავაძე - გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა

გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა და გამოიყენონ ბავშვებთან მიმართებაში, მათი უფლებების შელახვაში. ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/773888138029842/

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ipn

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში კი ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. „26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შეს

იაშვილის კლინიკა - აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განმარტავენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განუცხადეს, მედიკამენტ „ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიუ

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს - მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა. იპნ
×
×
  • შექმენი...