თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციისგან შევიდა მერიაში წერილი, მაგრამ ჯერ თანხმობა არ გაუციათ.
კახა კალაძე ამბობს, რომ ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემებით.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ კანცელარიის წინ სკვერის მოწყობა იგეგმება.
პუბლიკა
21 მარტს Google-მა თავისი ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშია შესაძლებელი, ახალ ჩატბოტზე კი ჩვენს ქვეყანაში ხელი არ მიგვიწვდება.
ასევე იხილეთ: როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?
ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტში უჩვეულო ქცევა მოხშირდა: სხვადასხვა Facebook გვერდი სახელს იცვლის და Google Bard ხდება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულ ანგარიშებს გვერდით ვერიფიკაციის ნ
თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სავარაუდოდ, შეიარაღებული დაპირისპრების საქმეზე, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთი მანქანა ეჯახება მეორე მანქანას, ირგვლივ რამდენიმე ახალგაზრდაა შეკრებილი. ისმის გინების ხმა, ასევე, სავარაუდოდ გასროლის ხმაც.
შსს-ში მედიასთან ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას
რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინა“ იუწყება.
„ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, ბავშვები ახლა უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ფსიქოლოგიური და ფიზიკური გაჯანსაღება ესაჭიროებათ.
იპნ
ადვილია ადამიანის დისკრედიტება თანამედროვე მედიაინსტრუმენტებით. ჩვენ უნდა შევხედოთ არა აღქმებს, არამედ ქართული მართლმსაჯულების შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა, 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები გადაიდგა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემაში.
„2012 წლამდე არსებობდა რეჟიმი, რომელიც დაფუძნებული იყო ტოტალიტარიზმზე, ზოგადად, უკანონო სისტემა იყო. 2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული
პარტია "საქართველოსთვის" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს ფუნქციონირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის საკითხს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"პარტია "საქართველოსთვის" სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს ფუნქციონირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის საკითხს. ასევე გვსურს, სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხა
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
გავრცელებული ცნობით, ასობით დოკუმენტი, რომლებიც აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს, სოციალურ პლატფორმებზე გავრცელდა.
ანონიმურობის პირობით სამმა მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ამ გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, პრორუსული ელემენტები დგან
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან აპოლიტიკურია და რაიმე მოძრაობის დაფუძნებას არ ისახავს მიზნად.
„ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხ
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 177 680 -მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 570 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 636 ტანკს, 7 020 ჯავშანტექნიკას, 2 727 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 292 ვერტმფრენს, 5 599 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 298 უპილოტო საფრენ აპარატს, 304 ერთეულ სპეცტექნიკას
ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლა ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება ბატონობს - „მიმდინარეობს დამცირებები,
„არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას”, – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოს 4 მოსამართლე.
ზურაბიშვილის თქმით, ის შიშობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი და ამ ყოველივემ გავლენა არ მოახსინოს სტატუსის მიღებაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლე
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე.
მისივე თქმით, ელჩმა განმარტა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ სავიზო შეზღუდვა.
„სამ მოსამართლეს და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია – ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო ენობრივი თარგმანის
პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა ტიპის წესებს შემოიღებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის აქტიური დამცველია.
„აშშ ასევე ძლიერი მხარდამჭერია პროფესიონალური და ეთიკური მედიის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობ
აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების მიმართ პიროვნული შეტევა, მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, პარტნიორები ასე არ იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა.
„საქართველო აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრ
არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას, სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეორე ფრონტის საკითხს რაც შეეხება, როგორც მანამდე არაერთხელ მითქვამს, ეს 100 პროცენტით სიცრუეა, აბსოლუტური ტყუილია. არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას. ჩვენ 30 წლის განმავლობა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ანტიამერიკულ კომენტარს წერს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს: “დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?”. აღნიშნული კომენტარი მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის პოსტზე დაწერა, სადაც თევზაძე აშშ-ს აკრიტიკებდა მისი კოლეგებისთვის სანქციების დაწესების გამო.
“ნეტგაზეთი” ვლადიმერ კაკაბაძის ფეისბუკ ანგარიშის ავთენტურობის დასადა
უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები შეინარჩუნებენ რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლას სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამოყენებით.
1ტვ
თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას არ ნანობს.
“თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყვე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მათ არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
კალაძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება.
“რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კომენტა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობა
მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცის არევა უნდათ - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი შეაფასა.
მეუფე იაკობის თქმით, ევროპას, ამერიკას და საქართველოს ერთმანეთთან ძა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს.
„მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვ
უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას დასავლეთის ძალების კოალიცია, რომელიც კიევს მიაწვდის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს. ზელენსკის თქმით, მისი ძალები კვლავაც აკონტროლებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტს, თუმცა ქალაქის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამით უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადარჩება.
ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ 5 აპრილს ისაუბრა პოლონეთის როლზე დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებაში უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების პროცესში და განაცხადა, რომ