Jump to content
Planeta.Ge

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება


უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, მას დაიპყრობენ და ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება კონტრშეტევას, ვიმედოვნებ, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან გვინდა მშვიდობა. იმიტომ, რომ უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, უკრაინას დაიპყრობენ და გვექნებოდა ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თუ კონტრშეტევა წარმატებული იქნება რუსების უკრაინიდან უკან დახევისთვის, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...