Jump to content
Planeta.Ge

6 დაღუპული – რუსებმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს


უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მკვლელები აგრძელებენ ომს საცხოვრებელი სახლების, ჩვეულებრივი ქალაქებისა და ადამიანების წინააღმდეგ“.
 



ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...