საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
„ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხ
ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მიმდინარე წლის 24 აპრილს ქ. მარტვილში მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს ადამიანები. მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხი მარტვილის მუნიციპალიტეტში დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, აუცილებელია შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებ
ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.
„ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებ
გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა. ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“ ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სიტყვას ასრულებს და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე, საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით.
პისტორიუსის ინ
ბლაგვი საგნით მიყენებული 39 დაზიანება და ასფიქსია, რომელიც გაგუდვამ გამოიწვია.
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე თავდაყირა დგება. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია.
სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ გარდაცვლილი არასრულწლოვანის სხეულზე 39 სხვადასხვა სახის დაზიანება აღწერა. როგორც ირკვევა, 12 წლის მოზარდს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი მოგუდეს.
ოჯახი და ადვოკატები ახლა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ხელმეორედ ჩატარებას, გამოძიებისგან კი და
საქართველო როგორც აქამდე ასევე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მხოლოდ 38 ქვეყანამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაწყებულიყო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით კონკრეტული საქმეების გამოძიება და მათ შორის ერთ-ერთი საქართველო იყო, რაც ცალსახად მიუთითებს იმ პოლიტიკურ სიმყარესა და პოზიციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უჭირავს
ანა ბუჩუკური: ფინანსური დავალიანების გამო, ბაკალავრიატის სტუდენტების 12%-ს სტატუსი აქვს შეჩერებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე 178 450 სტუდენტი ფიქსირდება, რომელთაგან სტატუსი 59 750 სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათგან 21 137-ს - ფინანსური მდგომარეობის გამო. შესაბამისად, სტატუსი სუ
2008 წლის ომის სარჩელზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებული დარღვევებისა და ზარალისთვის საქართველოსთვის კომპენსაცია სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა.
ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელის შესახებ სამართლიანი კომპენსაციის ნაწილთან მ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
როგორც ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. მისივე თქმით, მსგავს მუხლზე საქართველოში მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა.
„ჩვენ შეტანილი გვქონდა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და გუშინ საქალაქო სასამართლომ მიი
რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყბს ხელს.
„დღეს სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი გვაქვს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტ
უკრაინაში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორივე პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.
უკრაინაში ჩასვლის შემდეგ პეტრ პაველი და ზუზანა ჩაპუტოვა პირველად ბოროდიანკაში ჩავიდნენ, სადაც რუსული რაკეტებითა და საჰაერო დაბომბვით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები მოინახულეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი ქ
გამოცემა Goal-ის პროგნოზით ხვიჩა კვარაცხელია, თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენთან ერთად, „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდება.
ჯილდოს მოგების ფავორიტი ლიონელ მესია, რომელსაც, საკლუბო მიღწევებთან ერთად, ზურგს არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უმაგრებს. ნეაპოლელთა ნიგერიელი თავდამსხმელი რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, ხოლო კვარაცხელია მეშვიდე პოზიციაზეა.
საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ნეაპოლელთა შემტევი დუეტი კევინ დე ბრუინზე, მარკუს რაშფორდსა და რობერტ ლევანდოვსკიზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის 06:00 სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის – ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
„გვირაბის ქობულეთი-ბათუმ
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რატი ბაკურაძემ განაცხადა, საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს და მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სუდანიდან ავიაკომპანიის თანამშრომლების გამოყვანაში.
„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენი თანამშრომლების ნათესავებს, მეგობრებს მათ საქართველოში ჩამოსვლას. ყველა ევაკუირებულია. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა თურქეთში
სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.
დეპუტატის თქმით, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს.
„საჭიროა გაკეთებუ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსს ეწვია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა როგორც პირველიერქთან, ისე სხვა მღვდელმთავრებთან.
„2023 წლის 8 იანვარს შედგა მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის ახალი მეთაურის, მთავარეპისკოპოს გიორგის ინტრონიზაცია, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ. მისი უნეტარესობა გიორგისთ
მწერალმა, ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის, ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება მისცა.
„მე აქ ვარ, რადგან დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – განუცხადა 79 წლის კეროლმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს.
მისი გაცხადებ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და გამოძიებაშიც აქტიურად ჩაერთვება:
„ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ ინიციატივას ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით გამოძიებაში. ამ საქმეზე მე ერთი წლის წინ სუს-ის უფროსს მივწერე, პროკურორს მივწერე. ცხადია, ეს დოკუმენტები არსებობს. თავად [ხელისუფლების წარმომადგენ
ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან ტეის რეიტენი (ნიდერლანდები) მიუღებლად მიიჩნევს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე თავდასხმებს ქართველი ინტერნეტ ტროლების მხრიდან.
რეიტენი, რომელიც ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ეხმაურება ვიოლა ფონ კრამონის ვიდეომიმართვას ქართველი ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციებზე.
„ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს
ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.
„ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან, მისი მტკიცებით, ბრალდებულმა ძალადობის ფაქტი ჩაიდინა.
პროკურორის თქმით, სოფელ ტაბახმელაში, სადაც საცხოვრებელ სახლში შალვა იაშვილი და რენატა ბეგიაშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, ყოფილ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შალვა იაშ
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა უკანონო საწარმოს - ბეტონის ქარხნის დემონტაჟი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ყოველთვის დაიცავს საზოგადოების ინტერესს და ჯანსაღ აზრს.
"წელიწადნახევარია სოფელ ჯიღაურას მოსახლეობას ტოქსიკურ გარემოში უხდებოდა ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში, მათ არ დაუკარგავთ იმედი, რომ
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „აჭარის ტელევიზიიდან“ გადაცემა „ჰეშთეგის” წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის, გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი – მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას ეხმაურება.
ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს მიმართავს და სვამს კითხვას, რამდენად მართებულია მათთვის ისეთ პარტიასთან ალიანსი, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად მართავს კამპანიას.
„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფში „სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსში“ (S&D) შემავალი პ