Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.306
  • comments
    0
  • views
    704.413

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ექსკლუზივი: tvpirveli.ge -მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ, ტვ პირველის ახალი ამბების პორტალმა, tvpirveli.ge - მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ "გიჩო", გივი მარგველაშვილი გოგებაშვილის ქუჩაზე ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც მასზე მოხდა თავდასხმა და ის დაჭრეს. ვიდეომასალით დგინდება, რომ მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ამის შემდეგ უკვე გივი მარგველაშვილის დაცვა ახორციელებს საპასუხო გას

,,ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის" - ასოციაცია

ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, 722 ტონა თურქეთიდან. „თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩვენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი შემოგვაქვს. ახლა გორში არის ასე

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკულია ერთი პირი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლული ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს. „ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი

არსებული ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

არსებული ინფორმაციით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები ადგილიდან ვიდეომასალასაც ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. იპნ

სალომე ზურაბიშვილი ხვალ გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.

გია ვოლსკი - ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ჩვენი პოლიტიკა ამ ლოზუნგის იქეთ არ წასულა

ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია “მამული, ენა, სარწმუნოება“ - ჩვენი პოლიტიკა ამ ლოზუნგის იქეთ არ წასულა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისივე თქმით, “არაფერია ახალი იმაში, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები “ქართული ოცნებისთვის“ და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია“. “ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის ფასეულობებია, რაზე

ჯონ კირბი - პესკოვი უბრალოდ იტყუება - ნამდვილად არ ვკარნახობთ უკრაინელებს პირობებს, რომლითაც თავს იცავენ

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ მოსკოვზე დრონით თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას, ტყუილია. „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებული შტატები ჩართული არ ყოფილა. ჩვენ არაფერი გვაქვს ამასთან საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, აშშ არ წაახალისებს და არ აძლევს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის საშუალებას და არ კარნახობს ოპერაციებს,

დისკრედიტაციული სოცანგარიშები გამოძიებას საჭიროებს - NGO-ები პარლამენტს

12 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქმე ეხება Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-

მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებას ვაშინგტონში იღებენ - პესკოვი დრონებით თავდასხმაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმის უკან აშშ დგას. მისი განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინა ამერიკის მითითებებით იღებს. გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერდა, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შეჰქმნია.

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა 8-ჯერ გაიზარდა

2022 წლის მარტთან შედარებით, 2023 წლის მარტში 8.3-ჯერ გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობა რუსეთიდან საქართველოში და შეადგინა 224 მილიონი ამერიკული დოლარი, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. 40.4%-ით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა, ასევე ზრდაა დაფიქსირებული ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაში. სებ-ის ინფორმაციით, მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (51.0%), ევროკავშირის ქვეყნები (24.6%) და აშშ (8.2%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდა

ნინო ხარატიშვილს გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემია გადასცეს

ნიურბერგის ლიტერატუტურლმა სახლმა მეორედ გასცა გიზელა ელსნერის პრემია. წელს დაჯილდოების ლაურეატი გახდა გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი. „საქართველოს ისტორიის ევროპული ისტორიის ნაწილად წარმოჩენასთან ერთად, საკუთარ ნაწარმოებებში ავტორი ახერხებს გადმოსცეს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევრპული ხასიათი. სწორედ პირადი ბედისწერისა და ისტორიული მოვლენების ერთობლიობის ასახვაა ის, რაც აქტუალობას ანიჭებს ხარატიშვილის ტექსტებს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის კონტექსტში, რომლის გადმ

მარიამ ძაძამია ნიუ იორკში Adelphi University-ში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა $80 000-იანი დაფინანსებით

ქალაქ რუსთავის, შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მარიამ ძაძამია ნიუ იორკში Adelphi University-ში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა $80 000-იანი დაფინანსებით. Entrepreneur Georgia

გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შე

ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა დაავადების პროგრესი სამჯერ შეანელა — #1tvმეცნიერება

მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობა განახლდა. ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ს განცხადებით, მისმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა Donanemab-მა წარმატებით შეანელა კოგნიტური და ფუნქციური დაქვეითება ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტებში, რაც დიდ იმედს წარმოადგენს იმ ფონზე, როდესაც დღეს ამ დაავადების სამკურნალო კარგი მედიკამენტი არ არსებობს. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის მარეგულირებლებს მონაცემებს ივნისის ბოლომდე გაუგზავნის და იმედი აქვს, რომ მომავ

ბულგარეთი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის

ბულგარეთი სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის. შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდება, რაც ბაზრის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ზომები ძალაში შევა, – ამის შესახებ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს. პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ევროკომისიამ სოფლის მეურნეობის საბჭოს სხდომაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ახალი ზომები წარადგინა. ევროკავშირის ზომები მოიცავ

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. ევროპული საბჭოს ცნობით, საქართ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში - ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა, იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის - დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ

ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა. იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომში სასწორზე უფრო მეტი რამე დევს, ვიდრე ერთი ქვეყნის ბედი. „ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ აგრესიული ომები, მაგრამ შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესია, როგორც კრიმინალური იდეა, რომელიც სათავეს იღებს დაუსჯელობას მიჩვეული ადამი

ანა ბუჩუკური - ღარიბაშვილისთვის ამის შეხსენებას აზრი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ევროპა არის ქრისტიანული სამყაროს ნაწილი

ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი. მთელი ეს პროპაგანდა უმცირესობებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდის გაღვივებას ემსახურება, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ბუდაპეშტში კონსერვატორთა კონფერენციაზე. ბუჩუკურმა ღარიბაშვილის გამოსვლის კომენტირებისას ასევე აღნიშნა, რომ კორუფცია და ადამიანების დაჩაგვრა ქრისტიანული ღირებულებები არ არის. "ღარიბაშვილისთვის ამის შეხსენებას აზრი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებას მინდ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნიდერლანდებს სტუმრობს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი სასამართლოში შეხვედრებს გამართავს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად იძიებს რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. ცნობილია, რომ მარტში სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრუ

ნათია მეზვრიშვილი - საინტერესოა ის ხალხი რატომ არ ითხოვს ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვინც ხორავას საქმეზე ითხოვდა, ალბათ დანაშაულის  მასშტაბს ვერ ხედავენ, ან იქნებ ხედავენ და თავადაც ხეირობენ უკანონო ფულით

ნათია მეზვრიშვილი: "ხო, ასევე, საინტერესოა ის ხალხი რატომ არ ითხოვს ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას (ან თუნდაც ელემენტარულ გამოძიებას), ვინც ხორავას საქმეზე ითხოვდა. ა ალბათ ხელისუფლების მხრიდან ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობის მასშტაბს ვერ ხედავენ ან იქნებ ხედავენ და თავადაც ხეირობენ უკანონო ფულით" იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/9381579718548732      

ნათია მეზვრიშვილი - ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიაზე ხელისუფლების ნარატივი მაგონებს “ქურდს ქუდი ეწვის”

ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიაზე ხელისუფლების ნარატივი მაგონებს “ქურდს ქუდი ეწვის”, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი. მისი თქმით, კომისიის მიზანი არ არის მიმდინარე გამოძიების რევიზია. კომისიის მიზანია, გამოავლინოს სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და დასკვნა გაუგზავნოს საგამოძიებო უწყებას რეაგირებისთვის. "გადაშალეთ კონსტიტუცია და რეგლამენტი) არანაირი მიმდინარე საქმის მასალების გახმაურებას არ ითვალი

ბექა ლილუაშვილი - ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამოააშკარავდეს ვისთან ყოფდა კეზერაშვილი ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად ნაშოვნ ასობით მილიონ დოლარს

ბ-ნო შალვა, უკვე არაერთგზის გაცხადდა, რომ ქართულ ოცნებას (ასევე ცნობილს როგორც - ტროლ-ბოტების ხელისუფლებას), უყვარს საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ფეისბუქის მიერ, თქვენი ფეიკ ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების წაშლის ფაქტით., - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერთადერთი ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, თავად კეზერაშვილია.   როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, 

ბერდია სიჭინავა - “ოცნების” აწ. უკვე ტროლად აღიარებული ხელისუფლება ხელს აფარებს სასამართლოს კორუფციულ სინდიკატს და ტრანსნაციონალური დანაშაულის ორგანიზატორებს, მათთან საკუთარი ალიანსების დასაფარად და ძარცვით ნაშოვნი ფულის შესანარჩუნებლად

“ოცნების” აწ. უკვე ტროლად აღიარებული ხელისუფლება ხელს აფარებს სასამართლოს კორუფციულ სინდიკატს და ტრანსნაციონალური დანაშაულის ორგანიზატორებს, მათთან საკუთარი ალიანსების დასაფარად და ევროპელი მოქალაქეების ძარცვით ნაშოვნი ფულის შესანარჩუნებლად, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა. ბერდია სიჭინავას განცხადებით, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვებ

ანა ბუჩუკური - ორი კვირაა “ოცნება” თავგამოდებით იცავს სანდრო გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ახლა უკვე ღიად კეზერაშვილს

ესეიგი, ორი კვირაა “ოცნება” თავგამოდებით იცავს სანდრო გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ახლა უკვე ღიად კეზერაშვილს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისი დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა კორუფციულ საქმეებში.   "რატომ იცავს მათ? პასუხი მარტივია - “ოცნებას” არ უნდა მისი დანაშაულებრივი ალიანსები გამოვლინდეს ამ კორუფციულ საქმეებში და ევროპელი მოქალაქეების ძ

პაპუაშვილის თქმით, ბარიერის 2%-მდე დაწევა არ განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. წამყვანმა მას ჰკითხა, წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 2%-იანი ბარიერით, როგორც ეს თავის დროზე ირაკლი კობახიძემ დააანონსა. პაპუაშვილის თქმით, კობახიძის პირობა გასული წლის ივნისში კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო დადებული და „მომავალთან კავშირი
×
×
  • შექმენი...