ლეგენდარული პიანისტი, ევგენი კისინი საუბრობს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პოლიტიკაზე.
52 წლის რუსი პიანისტი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსისა და „გრემის“ პრემიის ორგზის ლაურეატი, ევგენი კისინი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთში ცხოვრობს. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩეოდა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ღიად აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას, ომის აქტიური მოწინააღმდეგეა
ზუგდიდში, ახალშობილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
იპნ
თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს [სანქციების გვერდის ავლა] შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება - აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწ####ბული,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებას იჩენს, რათა არ მო
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს უკრაინის მიმართ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის.
ზელენსკის თქმით, მაკრონთან უკრაინის მშვიდობის ფორმულისადმი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილა.
ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან და საფრანგეთის პირველმა პირმა მათი პოზიციების კოორდინაცია მოახსენეს და შემდგომ კონ
ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის - რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიო და ერთგვაროვანი უნდა იყოს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე არ ახდენს.
„
სანქცირებული რუსული ონლაინ საცალო მოვაჭრე Wildberries საქართველოს ბაზარზე შესვლას განიხილავს. ამასთან, კომპანია აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში შესვლასაც აპირებს. ამის შესახებ Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
მისი თქმით, კომპანია მისთვის ახალი ქვეყნების ბაზარზე და ზოგადად, დსთ-ში გაფართოებას გეგმავს. მით უმეტეს, როგორც ბაკალჩუკი ამბობს, „ზოგიერთი ქვეყანა რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის მდებარეობს, სადაც Wildberries უკვე
თბილისის სავაჭრო ცენტრების უმრავლესობაში პარკირება ფასიანია. ავტომობილის უფასოდ გაჩერება მხოლოდ “ისთ ფოინთსა” და „თბილისი“ მოლშია შესაძლებელი.
რაც შეეხება სხვა ყველაზე დიდ სავაჭრო ობიექტებს, ფასები 1 ლარიდან იწყება და 40 ლარამდეც კი ადის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას პარკინგის საფასურის შესახებ.
„სითი მოლში“ პარკინგი პირველი ერთი საათი – 1 ლარი ღირს, ყოველი მომდევნო საათი კი – 2 ლარი. ამასთან, მთელი დღით
უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა და „საფრთხის ახალი აღქმა გამოიწვია“.
„21-ეს საუკუნეში აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრომულად ჟღერდეს, ახალი სისასტიკით და დაუნდობლო
მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ქვეყანაში თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე და როლზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს,როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა, ეს დღე არ არის და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური ცერემონიალური თუ პა
წუხელ, გვიან ღამით ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის ოთხი სოფლის - ნინიგორის, განათლების, გელათის და ცოდნისკარის მოსახლეობა დააზარალა.
ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
„ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 60-70 პროცენტით არის განადგურებული“, - ამბობს ფერმერი ნოდარ კაპანაძე.
სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ფერმერთა დიდი ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენ
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედრო მეთაურებმა, როგორც ჩანს, დაიწყეს დისციპლინური დარღვევებისთვის ხელქვეითების დასჯა და განთავსება ე.წ. ზინდანში, რაც წარმოადგენს მიწაში გათხრილ იმპროვიზირებულ საკანს, დახურულს რკინის ბადით.
30 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო პერსონალისგან მიღებული მრავალი ცნობის თანახმად, რუსი სამხედროების „ზინდანებში“ განთავსება ძირითადად ხდება სიმთვრალისა და კონტრაქტების გაწყვეტის მცდელობების გამო.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მზადდება სანქციების ახალი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსული აგრესიის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
„ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე მნიშვნელოვან, მძლავრ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად გავაერთიანოთ პარტნიორები და მივცეთ მეტი ენერგია რუსული აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალის შესაქმნელად და რომ დაჩ
აშშ-ის ევროპული სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.
„დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში“, – აღნიშნულია აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა.
ავტორი - გივი ბარამიძე
არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ამის დასტურია ცესკო-ს დაანგარიშებული შედეგები, რომლებიც დღეს გამოვაცხადეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებულ კვლევის შედეგებს, რომლის მიზანია, ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს რადი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
სუს-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
„30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაა
„წამალი ბავშვებს“ – ამ მოთხოვნით დღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო და მსვლელობით პარლამენთან გაგრძელდა. მშობლები სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ მოქალქეებს მიმართვეს, შემდეგ კი ისევ კანცელარიასთან დაბრუნდნენ. მშობლები მე-12 დღეა კანცელარიასთან არიან და ღამეს ათევენ.
მშობლები დაშლას არ აპირებენ და ორშაბათს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომის პარალლეურად, აქციის გამართვას გეგმავენ.
დღეს აქციის დაწყებამდე ჯანდ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა, მათ თავად გადახედონ „ევროპელი სოციალისტების პარტიასთან“ (PES) თანამშრომლობას, თუკი ისინი უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის გამო, „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებენ და იფიქრებენ თანამშრომლობის შეჩერებაზე.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ჯგუფის უფლებებს იცავს, მაგრამ მისი შეფასებით, პარტია „უარს არ ამბობს ეროვნულ იდენტობაზე“ და „არ ეწევა პროპაგანდას“. ამ მიზეზებ
ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
IPN
რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ეს წარწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა, რითაც რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მედიის ცნობით, ჩეხმა ლიდერმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩ
საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია.
მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობას, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.
„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.
ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.
საქართველოს პარლამენტის შუალედ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა ძალამ შუალედურ არჩევნებზე ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები.
მან ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩევე
17:00 საათის მდგომარეობით, ათივე ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, საკუთარი არჩევანი 45 285-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 24.47%-ია.
როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერშია და შეადგენს 41,4%-ს შეადგენს.
„უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით. ათივე ოლქში მოსულია 45 285 (24.47%) ამომრჩეველი.
10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. რა უნდა გვახსოვდეს 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის?, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ხელისუფლებისთვის უკანონო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოცლისკენ და თავისუფალი და სამართლ
გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრების მთავარი მიზანია პარტიის საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება, საკრებულოებში არსებული პლატფორმების აქტიურად გამოყენება, რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახ
უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე მიმდინარე არჩევნებში
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება. მდინარაძე