Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.220
  • comments
    0
  • views
    696.940

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეონა აქუბარდია - ახლა მთავარი საკითხი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, რითიც ქართველი ხალხის ნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში (ვიდეო)

ახლა მთავარი საკითხი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, რითიც ქართველი ხალხის ნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში.  თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოს" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/546507914730499/

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

ჩვენთვის, ამ ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ეს კომპრომისი დავუშვით, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, წითელი ხაზია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, პარტია რეფორმების ნაწილს სრულად ეთანხმება. „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამაში და

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, არ ვგულისხმობ ამჟამინდელ მთავრობას — გერმანიის მინისტრი

დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი. გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის. „ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მო

სამინისტრო პრეზიდენტს პასუხობს: ინფორმაციის შეგროვება ემსახურება მშობლებთან სწრაფ და მარტივ კომუნიკაციას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, „თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება”. სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”. განცხადებაში სამინისტრო განმარტავს, რომ პერიოდულად სკოლების მიე

თოლორაია: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად მონაცემებს სთხოვენ, დაიწყოს გამოძიება

სადამკვირვებლო მისია, „ჩემი ხმა“ კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და ზეწოლას. „ჩემი ხმა” აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია. ლონდა თოლორაიას თქმით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლების ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს. თოლორაია აცხად

მეზვრიშვილი: ამ დრომდე „ოცნება" და ComCom გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის უფლებას, ისე საეთერო დროს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგინლე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, „ამ დრომდე „ოცნება“ და მისდამი დაქვემდებარებული კომუნიკაციების კომისია გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის განთავსების უფლებას, ისე საეთერო დროს”. მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ზუსტად ისე „ებრძვის”, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა „ქართულ ოცნებას”. მეზვრიშვილი ამბობს, რომ „გახარია საქართველოსთვის” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნებ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ. „მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნე

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ზუსტად ისე გვებრძვის დღეს, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა „ოცნებას“

დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც რეკლამის განთავსებაზე თ

მატილდა გვარლიანი I ქართველია, ვინც Victoria’s secret-ის შოუზე გამოვა

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი ქალის თეთრეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Victoria’s secret 2018 წლის შემდეგ პირველ შოუს 15 ოქტომბერს გამართავს, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოვა. Victoria’s secret Fashion Show ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ი შოუს ნიუ-იორკში

ნათია მეზვრიშვილი - დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება - პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას - ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს, გამოეხმაურა. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაელოდებიან პრეზიდენტის შემოთავაზებას ე.წ. ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. ამასთან, მი

უკრაინული მედია - რუსებმა კურსკში ცხრა უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს. Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეების მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა. „კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერი

ნათია მეზვრიშვილი - ქსანში უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა ჩვენი პარტიის წარმომადგენლის მიმართ

უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილის მიმართ, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხუნდაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, რომ შურისძიების მიზნით მანქანა ლია ყოჩიშვილისთვის დაეჯახებინა. მეზვრიშვილის შეფას

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ. სამი მოსამართლე დღეს, მოსამართლეთა რიგით 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. კონფერენციას 270-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს: ქეთევან ცინცაძეს, თემურ გოგოხიასა და ლევან მიქაბერიძეს, თანამდებობაზე ყოფნის უფლება-მოსილების ვადა ამოეწურათ. დღევანდელ კონფერენც

FT: საქართველო ორი შესაძლო მომავლის წინაშეა, რუსეთთან მიახლოება ან პროევროპული გზა

Financial Times საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი, ტონი ბარბერი, რომელიც ოქტომბრის თვეში იმყოფებოდა თბილისში ამბობს, რომ პოლიტიკური განწყობა საშინლად დაძაბული და პოლარიზებულია. ჟურნალისტი წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში, საქართველო გადაიქცა ბრძოლის ველად ორი ფრონტით:  ქართულ ოცნებასა“ და მის ოპონენტებს და თითოეული მხარის შესაბამის რუს და დასავლელ მხარდამჭერებს შორის. ტონი ბარბერის შეფასებით, პოლი

სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ქარტიით“ წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა, დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან

მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან. „14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყვე

პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. „თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლე

შალვა კერესელიძე - დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი - გიორგი მურჯინკელი შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახებინა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, დიმიტრი ხუნდაძის „დაჯგუფების წევრი“, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა მათი პარტიის მხარდამჭერისთვის მანქანა დაეჯახებინა. კერესელიძე ამბობს, რომ შემთხვევა სოფელ ქსანში მოხდა. "რამდენიმე წუთის წინ, მცხეთის რაიონის კორუმპირებული ფეოდალის - დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი - გიორგი მურჯინკელი შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახები

"გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები, საოკუპაციო ხაზთან - ხურვალეთში, ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასისთან ერთად იმყოფებოდნენ (ფოტოები)

"დღეს "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები: ზაზა თავაძე, ქეთი ბაკარაძე და მე საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში ვიყავით ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასისთან ერთად. სტუმარს ვანახეთ ოკუპაციის ადამიანური განზომილება და ის დიდი ტრაგედია, რაც მაფთულხლართებით გაყოფილი ცხოვრების მძიმე რეალობას ქმნის. დათა პაპას მეუღლე ვალია ბებო მაფთულხლართების მეორე მხრიდან ესაუბრებოდა ჩვენი ქვეყნის მეგობარს ამ რთულ ცხოვრებაზე. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაცანით ხურვალეთში მცხოვრები ოჯახი ( ჩემი პატარა ნათლული) და

“გახარია საქართველოსთვის” გუნდის შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან (ფოტოები)

“გახარია საქართველოსთვის” გუნდის შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან:  

პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანია ახალქალაქში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას ოთხი პარტია აწარმოებს. Jnews ცდილობს დააკვირდეს, როგორ აწარმოებენ პარტიები კამპანიას ახალქალაქის სოფლებში. 10 ოქტომბერს თვალყურს ვადევნებდით გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრებს სოფლებში კარწახსა და ბოზალში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ვიზიტი სოფლებში -  კარწახსა და ბოზალში, ზედიზედ მეორე იყ

სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფიო ხორგუანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონულ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებს გახსენებთ, რომლებიც საარჩევნო დანაშაულს უკავშირდება და მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონისმიერად, რათა რეგიონში

ცესკოს თავმჯდომარე სტრასბურგში სარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე - ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე

ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე, - ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს. კალანდარიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას                  

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე - ამათ ჭორაობის გარდა არაფრის თავი აქვთ, ამიტომ მე გადავდგამ ნაბიჯს, რომ მათ ამ სულელური კითხვების დასმის შესაძლებლობა და უფლება არ ჰქონდეთ

ამათ ჭორაობის გარდა რომ არაფრის თავი აქვთ, ამიტომ მე გადავდგამ ნაბიჯს, რომ მათ ამ სულელური კითხვების დასმის შესაძლებლობა და უფლება არ ჰქონდეთ, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს გადასადგმელი ნაბიჯი იქნება პარლამენტში საგამოძიებო ფორმატები. „ყველა ჩემი გადაწყვეტილება, ქმედება და ნაბიჯი იყო კანონის სრულ შესაბამ

ფიშერი: მათთვის საქართველოში, ვისაც AfD უყვართ, მათი პროექტი გაწევრიანების შეჩერებას მოიცავს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ბუნდესტაგში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას ეხმაურება და მიმართავს მათ, ვისაც მოსწონს ულტრამემარჯვენე პარტია„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ელჩი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის პროექტი საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მოიცავდა. ბუნდესტაგმა რეზოლუცია უკვე მიიღო. პროექტის საბოლოო ვერსიაში გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწე
×
×
  • შექმენი...