Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.716

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას - შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი დასრულდა

ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. „ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა. იმედია, ას

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა, ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა - გრიპი გადამდებია და თუ ნიშნები გაქვთ, დარჩით სახლში!

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. „ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღ

ივანე ჩხაიძე - ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს. როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის გ

ივანე ჩხაიძე - ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება - გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი

ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა. როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პა

ივანე ჩხაიძე - ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი H3-N2 - გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იყო 15 ნოემბრამდე, თუმცა ეს ვადა 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მონაცემების მიხედვით, ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი. ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევებ

იენს სტოლტენბერგის, დმიტრო კულებასა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება

21 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. მოლაპარაკების შემდეგ სტოლტენბერგი, ბორელი და კულება ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც დმიტრო კულებამ აღნიშნა, ეს უკრაინის, ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა სამმხრივ ფორმ

იენს სტოლტენბერგის ანგარიში - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი. “მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, - წერია ანგარიშში. ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაული საფრთხეს უქმნის უკრაინის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მან Twitter-ზე აღნიშნა, ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ და ანადგურებს ადგილობრივ ეკოლოგიას. ,,კახოვკას კაშხლის განადგურება დღეს საფრთხეში აგდებს ათასობით სამოქალაქო პირს და სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილობრივ გარემოს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომე

იენს სტოლტენბერგი, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, უკრაინა-ნატოს საბჭოს იწვევს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, განიხილონ. შეგახსენებთ, გუში

იენს სტოლტენბერგი ხვალ საქართველოს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ხვალ, 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ. დღეს, 14:50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის

იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადების თანახმად, 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და

იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შიმშილის იარაღად გამოყენება, მისი ქმედებები მნიშვნელოვან რისკებს უქმნის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას

ნატო-უკრაინის საბჭომ შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ალიანსის ცნობით, საბჭომ მკაცრად დაგმო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება და მისი მიზანმიმართული მცდელობები, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი, რომელზეც ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული მთელ მსოფლიოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთი ში

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის. შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თა

იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა - თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს. „თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6

იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი დღეს დილით კიევის ცენტრში, „მიხაილოვსკაიას მოედანზე“ მდებარე მემორიალთან მივიდა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ამ დროისთვის უცნობია. იენს სტოლტენბერგის უკრაინა

იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში დღეს ჩავა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები ანკარაში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც ჩავა.   ავტორი - თამთ

იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მიიღებს, - ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთი ნატო-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება

ფინეთი ნატო-ს სამშაბათს, 4 აპრილს შეუერთდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის ნაბიჯი, რომელიც ფინეთს – უფრო უსაფრთხოს, ხოლო ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას ნატო-ს შტაბ-ბინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხო გახდება.   ავტორი - თამთა რუხაძე

იენს სტოლტენბერგი - ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს

განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა, რომელსაც საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც ეს

იენს სტოლტენბერგი - შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები 2023 წლის ბოლომდე გახდებიან

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები. სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს. ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრია

იენს სტოლტენბერგი - შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხდა. მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. „ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუს

იენს სტოლტენბერგი - ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული - პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა. ნატოს გენმდივანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ამასთან სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი - ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე

ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე, ამიტომ, დიახ, ჩვენ გვჭირდება პროცედურების დასრულება გზის დაგრძელების გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინეთი და შვედეთი უკვე არიან პარტნიორები. „ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ გასულ წელს, ივლისში ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე მოწვევით. გაფართოების პროტოკოლი ამოქმედდა და ყვე

იენს სტოლტენბერგი - ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება

ფინეთი ნატო-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ნატო-ს 30-ვე მოკავშირემ განახორციელა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ფინეთი ბევრ სარგებელს მოუტანს ალიანსს. ამასთან, სტოლტენბერგმა ოპტიმიზმი გამოხატა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით. „ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის განაცხადის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესში იქნება. მოუთმენ
×
×
  • შექმენი...