Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაული საფრთხეს უქმნის უკრაინის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში, კახოვის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მან Twitter-ზე აღნიშნა, ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ და ანადგურებს ადგილობრივ ეკოლოგიას.

,,კახოვკას კაშხლის განადგურება დღეს საფრთხეში აგდებს ათასობით სამოქალაქო პირს და სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილობრივ გარემოს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში", - წერს სტოლტენბერგი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...