Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი - ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე


ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე, ამიტომ, დიახ, ჩვენ გვჭირდება პროცედურების დასრულება გზის დაგრძელების გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინეთი და შვედეთი უკვე არიან პარტნიორები.

„ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ გასულ წელს, ივლისში ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე მოწვევით. გაფართოების პროტოკოლი ამოქმედდა და ყველა პარტნიორს ხელი აქვს მოწერილი ამ პროტოკოლზე. ასე რომ, ნატო-ს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ახლა დარჩა ამ პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი 30 წევრ ქვეყანაში, ასე მოკლე დროში 28 ქვეყანაში უკვე რატიფიცირებულია და თურქეთი და უნგრეთი რჩებიან.

რასაკვირველია, ჩემი გზავნილია – და ეს იყო ჩემი პოზიცია ანკარაში ვიზიტის დროსაც – რომ ორივეს, ფინეთისა და შვედეთის წინაშე აქვთ ვალდებულება, რომელიც სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერისას აიღეს გასული წლის სამიტზე და მე მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, დაასრულონ რატიფიცირების პროცესი. ყველაზე მთავარია, რომ რაც შეიძლება მალე, ფინეთი და შვედეთი გვყავდეს ორგანიზაციაში. ამასთანავე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის თურქეთის გადაწყვეტილება და მან ორი პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მოახდინოს. თუ ის მოახდენს ერთის რატიფიცირებას, მაშინ ფინეთი გახდება ნატო-ს წევრი. უნდა გვახსოვდეს, რომ ფინეთი და შვედეთი იმაზე უკეთეს მდგომარებაში არიან, ვიდრე იყვნენ იქამდე, სანამ მოწვეული წევრები გახდებოდნენ. ისინი მოწვეული არიან, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ღონისძიებებში, სხედან მოლაპარაკებების მაგიდასთან, ინტეგრირებული არიან სამხედრო, სამოქალაქო აქტივობებში, ნატო-ს წარმომადგენლობა გაზრდილია მათ ტერიტორიებზე. ალიანსმა აიღო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, რაც გაფართოების პროტოკოლის ნაწილია, ასე რომ, ეჭვგარეშეა, ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე, ამიტომ, დიახ, ჩვენ გვჭირდება პროცედურების დასრულება გზის დაგრძელების გარეშე, ორივე ქვეყნის – ფინეთისა და შვედეთისთვისაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 
ავტორი - ანა ბროლაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...