თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან თუ არა გმირები, რაზეც კობახიძემ განმარტა:
„პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის.
მე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუ
საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.
„ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მ
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 17:00 საათზე არის ჩანიშნული.
უცნობია, კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს პრემიერი.
იპნ
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ვერსიასაც დაუჭერს, შემდეგ კი დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
,,ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. საკომიტეტო მოსმენები უახლოე
მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-შ
კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე განაცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, მას ამერიკული კანონი „კატეგორიულად არ მოსწონს“ და „ძალიან მძიმე და უხეშია“.
„მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამერიკულ კანონთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ არის ძალიან მძიმე და უხეში, მაგრამ როდესაც საუბარი იყო სპეკულაციებზე, ძალიან კარგი პასუხი გაეცა
ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად.
„ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრუ
უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვარ და ეს გამოხატულია ყველა ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც დგამს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე კონფრომტაციულ ნაბიჯებს, ეს ყველაფერი არ გვაძლევს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები.
„
ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია.
სჯობს, ყველა დაელოდოს პროკურატურის დასკვნას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე და შემდეგ იმსჯელონ სხვა ტიპის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიხედვით, მიმდინარე გამოძიების პარალელურად პარლამენტში საგამოძიებო კომისიები არ იქმნება, რადგან გამოძიებას ახასიათებს კონფიდენციალურობის მნიშვნელობა და არის რისკი, ინფორმაცია გარეთ გავიდეს.
„მე ვიცი, ვაშაძესთან დაკავშ
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა წელიწადნახევრიან კამპანიას.
„გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ ს
როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით.
ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებას მიხედოს, ეს ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა, გავიხსენო. ქორწილთან დაკავშირებით მან
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მოხსენების დროს, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს.
როგორც კობახიძე აცხადებს, „გლობალური ომის პარტიას“ ინტერესია, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მოხდეს, რასაც ხელისუფლება
როდესაც კონკრეტული მოძალადეები ე.წ. „მოლოტოვის“ კოქტეილებითა და ქვების დაშენით უპირისპირდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს არა უცხოელი აგენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების კარნახით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოძალადე ახალგაზრდები დაკავშირებულები
თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.
მისი თქმით, მსგავსი კითხვების დასმა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელიც ქვეყნის „უკრაინიზაციას“ ცდილობს.
„არის თუ არა რუსეთი მტერი, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანიც ესკალაციაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს გლობალური ომ
როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ა
როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე, შენდება ახალი სახლები და ამ ბინების 80-90%- ს ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში 450 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხელისუფლება სიღარიბის განულებისკენ მიდის და ამას 2030 წლისთ
საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების პოლიტიკური მიზანია ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები – ხოშტარია, მელია და სხვები დღეს სცენაზე არიან.
„თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის
როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას შეინარჩუნებს და ევრორეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის პუნქტს დატოვებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ძალში შევა.
როგორც კობახიძე აცხადებს, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მმართველი
რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისივე თქმით, მოძალადეები, რომლებმაც 7-8 მარტის აქცი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, დღეს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებებია.
როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის განხილვისას განაცხადა, დღეს სასამართლო პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია.
„რადიკალური ცვლილება გვაქვს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება. ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან სასამართლო სისტემა. მიზეზი ხომ არა არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები.
„ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში – ან მანამდე, ოქტომბრიდან – სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტი ივნისის ბოლომდე შესრულდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იმედი გვაქვს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელ