Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე - ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია


ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში განხორციელდა ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს კახა კალაძის მიერ ვაკის პარკში ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მონახულების შესახებ, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება ბავშვთან სტუმრობას, რომელიც გუშინ შედგა და შემდეგ ბავშვმა დადო ფოტოები მაისურით. ბავშვი იმ ტრაგიკული გარემოებების მონაწილე იყო და გადარჩა, მერის მხრიდან მასთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობის საგანი, რაც გააკეთა კახა კალაძემ. ბავშვმა რატომ დადო ფოტოები და ამის გამო ბავშვის ბულინგი,ესეც არასწორი მგონია. რაც შეეხება კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო მერის პასუხისმგებლობის გამოვლინება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...