Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ: ორპირმა ქარმა გაციება იცის


მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასაქართული ოცნებისთავმჯდომარემირაკლი კობახიძემ ქართული ოცნებისგენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმესერთი ადგილი აქვთსაქართველო ნატო-ში მიღონ.

გარდა ამისაირაკლი კობახიძემ ისაუბრა, იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოებას საგანგებოდ წარედგინება დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება.

მე საერთოდ არ მინდა ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად, საბოლოო ჯამში საკითხების წრე მაქსიმალურად დავიწროვდა. ევროკავშირის საელჩო გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ, ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მეტიც, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას საგანგებოდ წარვუდგენთ იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში. ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ყველაფერი კეთდება და გაკეთდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამიჯნა თუ არა ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან, როდესაც კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა.

ეს თუ იყო მიზანი, ძალიან სამწუხაროა, მე იმედი მაქვს რომ, ეს არის უბრალოდ ტექნიკური საკითხი. თუ ტექნიკური არ არის, რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო და დასანანია. მე რადგან არ წამიკითხავს [განცხადება] კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ ასეა, ეს იქნება სამწუხარო და დასანანი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, უბრალოდ, კონკრეტულად, რა იყო ნათქვამი განცხადებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...