Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.271
  • comments
    0
  • views
    702.727

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" მოძალადე რეჟიმს - ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!

"რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!", - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, მათი პარტიის წევრზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას. ცნობისთვის, პარტიის „საქართველოსთვი

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა

„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილი გადაყვანილია განყოფილებაში და მათთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.   იპნ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური: პირადობების ჩამორთმევაზე რეაგირება სცდება ჩვენ კომპეტენციას

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმაურება სხვადასხვა წყაროთი გასაჯაროებულ ინფორმაციას, საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე. უწყება ამბობს, რომ„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს ამ მედიის სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა. „ბათუმელებმა“ 15 ოქტომბერს ინფორმირებული პირის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ პარტიის ოფისებში

გიორგი გახარია - საპატიო თავმჯდომარეს აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩს რომ შეხვდება - ყოჩაღ! მაგარი პროგრესია! თუ ამ ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მიგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ

[„ქართული ოცნება“] აზრზე არ არის, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა - საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია - ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ა

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მშვიდობიანად დაასრულოს ეს პროცესები და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთხელ მაინც, თავის ფინანსებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენოს

ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მშვიდობიანად დაასრულოს ეს პროცესები და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთხელ მაინც, თავის ფინანსებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენოს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/563551516142867/

ლევან გოგიჩაიშვილი - იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გინდათ, რომ ივანიშვილი გადაარჩინოთ, ხმა არ მისცეთ, რადგან საკუთარ თავსაც გადაჩეხავს და სახელმწიფოსაც (ვიდეო)

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას სახელმწიფო მიიტაცოს. იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გინდათ, რომ ივანიშვილი გადაარჩინოთ, ხმა არ მისცეთ, რადგან საკუთარ თავსაც გადაჩეხავს და სახელმწიფოსაც. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3927855150816286/

თეონა აქუბარდია - დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით (ვიდეო)

დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით. ივანიშვილმა საკუთარი ფინანსები დააყენა სახელმწიფოზე წინ, რითაც ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტი დააზიანა და ეს თავად აღიარა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/860899302857816/

მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა

თბილისის მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. შემთხვევის შ

„ქართველი ხალხის აქტს“ 10 ახალი მხარდამჭერი სენატორი დაემატება

აშშ-ის სენტატში ორპარტიულ კანონპროექტს, სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი”, ნოემბრიდან კიდევ 10 სენატორი დაუჭერს მხარს. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები. კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. „ქართველი ხალხის აქტი“ შეეხება სანქციებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვას. ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინ

უილიამ კორტნი - ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა

ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც მთავრობები ძალიან დიდი ხნით არიან ხელისუფლებაში, მათ შეიძლება დაიწყონ როგორც რეფორმისტებმა, როგორც პუ

თეონა აქუბარდია - ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია - შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზე“, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ და ევროკავშირშიც შევიყვანთ

ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა". თეონა აქუბარდიას განმარტებით, ახლა მთავარია 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართველი ხალხის გამარჯვება. „ახლა, როცა ნახეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ არჩევნების შემდგომ დასახელდება, გაბრაზებ

გიორგი გახარია - მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მოუწევთ დღეს დგომა, მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს

მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც თავისუფლების მოედანზე, მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, საჯარო მოხელეები არიან სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცა

სტუმარი: გიორგი გახარია - #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად (ვიდეო)

ინტერვიუ გიორგი გახარიასთან - პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი; რატომ არის გახარია ივანიშვილის „მოუშუშებელი ჭრილობა?“ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა არჩევნებამდე 4 დღით ადრე; რამდენად თავისუფალია საქართველოში (მსხვილი) ბიზნესი? არჩევნები 2024 & გიორგი გახარიას გზავნილი ბიზნესმენებს; სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია - გახარიას საარჩევნო პრიორიტეტები; როგორ გეგმავს გახარიას პარტია ელიტური კორუფციის დამარცხებას?

მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო - გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2018 წელს სამედიცინო მიზნით, კანაფის კულტივაციის და ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის „სიგიჟე“ იყო. ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიაზე თქვა, რომ „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და გასამართლებით დაემუქრა მას და მის პოლიტიკურ გუნდს. დღეს კი, გიორგი გახარიას პასუხი ასე

"ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ეუბნებოდა, როცა სიგიჟეს აკეთებდა" - გახარია ივანიშვილს პასუხობს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ივანიშვილთან დებატებისთვის ნებისმიერ დროსა და ფორმატში არის მზად. გახარიამ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი "TV იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ გიორგი გახარიას გუნდს გასამართლება ემუქრება, ბრალად კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაში დახმარება ედებათ. "ბიძინა ივანიშვილს მე ბევრჯერ ვუთხარი, თუ რაიმე პ

"ჩვენი ხედვა მოიაზრებს, რომ წინ წამოვწიოთ ადამიანის როლი" - "გახარია საქართველოსთვის" პროგრამა

ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი. "ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური ს

სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი - ჰერჩინკის მიმართვა ქართულად

"სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში ქართველ ამომრჩეველს ქართულ ენაზე მიმართავს.  პაველ ჰერჩინსკი ქართველებს არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებს.  "სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი. Go and vote, choose your future. წინ საქართველო, წინ" - აღნშნავს პაველ ჰერჩინსკი. ასევე ნახეთ: თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, წადით არჩევნებზე, წინ საქართველო - ჰერჩინსკი   tv pirveli

პრეზიდენტი - ივანიშვილმა და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, დალაგება იქნება, როცა მოვა ახალი მთავრობა - ის ჩაჯდა კონსპირაციაში, რომ ყველა ებრძვის, დღეს თურმე არაფერი ყოფილა, ყველაფერი დალაგდება, რადგან ფული დააბრუნეს

ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ ფორმულას” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება. მისივე თქმით, ურთიერთობებს ახალი მთავრობა დაალაგებს. “ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლებ

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს. პრეზიდენტის თქმით, მან ამ გადაწყვეტილებით ანგარიში გაუწია 4 პარტიას, რომლებმაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. "ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე

გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“. “რაში მჭირდება მე დღეს ივანიშვილი - არაფერში“, - თქვა გახარიამ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“. ტვ პირველი

როგორ შევავსოთ ახალი ბიულეტენი ისე, რომ არ გაბათილდეს

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება. უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ამომრჩევლებს ახალი ტიპის ბიულეტენი დახვდებათ. იმისათვის, რომ ხმის მთვლელმა მანქანამ ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანის აღქმა შეძლოს, მნიშვნ

პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უცნობია აუდიენციის დეტალები.   ipn

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი გახარია ადასტურებს რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა.  “მე ქალბატონ სლომესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა“,- თქვა გახარიამ “დღის ამბებში“. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან პრემიერობის კანდიდატზე არ უსაუბრია, მხოლოდ რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც პარლამენტმა არჩვენების შემდეგ უნდა განახორციელოს. ვისაუბრეთ ყევლაფერზე, რაც აქტუალურია დღევანდელ დრეს ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ

სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება - გიორგი გახარია

“სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება, ისეთი შიშით არიან შეპყობილები, რომ ძალიან კარგად იციან შედეგები. უკვე კედელს ეჯახებიან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა. მისი თქმით, მან არაერთხელ აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქმედებები ცუდ შედეგს მოიტანდა, თუმცა მან არ დაუჯერა და “მისი არაადეკვატურობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აოცებს საზოგადოებას.“

გიორგი გახარია - ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის - ეტყობა, რომ ემოციური კონტროლისგან გასულია

გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ადეკვატურობაში მხოლოდ მას კი არა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ეპარება ეჭვი. „ეს არის გასაოცარი
×
×
  • შექმენი...