Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.986

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სპორტული ჟურნალისტები: მხარდაჭერას ვუცხადებთ საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს

სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადების მიხედვით, სპორტული ჟურნალისტები იაზრებენ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ჟურნალისტების პოზიციით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. განცხადებას ამ ეტაპზე ხელს აწერს 27 ჟურნალისტი, თუმცა სია განახლებადია. ◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport) ◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი) ◉ დავით ერაძე (Mtavari Tv) ◉ ირაკლი იმედაძე

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ ნაცემი მოქალაქეების და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს. ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. „ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ. მე პირა

ბერდია სიჭინავა - დღეს “ოცნების” ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ (ვიდეო)

დღეს “ოცნების” ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არ არსებობს საერთაშორისო აქტორი, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, ხელს ჩამოართმევს და მის სიტყვას ექნება რაიმე ნდობა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/746133801055307

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. „ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ საქმით გამოხატა, რომ მზად არის აბსოლუტურად ყველანაირი ფასი გადაიხადოს, ოღონდ რამენაირად ძალაუფლება გაიხანგრძლივოს (ვიდეო)

ხელისუფლებამ საქმით გამოხატა, რომ მზად არის აბსოლუტურად ყველანაირი ფასი გადაიხადოს, ოღონდ რამენაირად ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, იმიტომ, რომ სხვანაირად კორუფციით მოპარული ფულის დაცვის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/409135398121003

„ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი გააკეთებს მართებულ არჩევანს“ — ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

„ამერიკის ხმის“ ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურთან.  — საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი? — ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. ყოველდღე ათეულობით, ასეულობით, ზოგჯერ ათასობით ადამიანიც კი იღუპება და ეს უდ

რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელთა ჯგუფი თვეზე მეტია საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი — მედია

17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან არის დეპორტირებული, საქართველოსთან საზღვარზე დარიალის ხეობაში საგუშაგოზეა გაჭედილი. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. Ukrainska Pravda-ს ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა სარდაფში, შიშველ კედლებში ცხოვრობენ ზემო ლარსის საგუშაგოზე და სანამ მათი საკითხი გაირკვევა, გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვთ. დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მ

კოალიცია არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან არ იქნება - გიორგი გახარია

ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქციაში" განაცხადა.  გახარიას მტკიცებით, ის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას 30 ან 45% აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ამ აქტორებმა შექმნან კოალიცია.  მისი თქმით,  "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში კერპების დაინგრევაა:  ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გადაწყვეტს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგის მიხედვით, მისი ხმები გადამწყ

ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში “ წარდგება. ასევე, ჯოზეფ ბორელი მოლდოვის შესახებაც ისაუბრებს

სოფიო ხორგუანი - მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება ჩაბარებული აქვთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, არ გააჩნიათ ლიცენზია, კომპეტენციისა და საქმიანობის კონტროლი არასათანადოა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო ადგილას სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმა, რომელიც დაბინძურებული აღმოჩნდა - გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა ეს დროებითია,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს რეგიონების პრობლემაა. „მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება მინდობილი გვაქვს ისეთი

ნათია მეზვრიშვილი - პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას

პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას. გამოძიების მიზანი გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452568517437308

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 18 ნოემბერს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 18 ნოემბერს 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირი

მიხაელ გალერი - დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს - ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს. „დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, - წერს მ

რას ყვება სტუდენტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის დაკავებაზე

9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს. სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე „ბათუმელებთან” ყვება, რა მოხდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 3 დეკემბერს, რასაც 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა. შსს ამტკიცებს, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსი

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი ტელევიზია, "ბორჯომი" ავრცელებს. მოსახლეობის ევაკუაციაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, 75 წლის ქალი ცხოვრობდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დასტურდება. ადგილზე მივიდა "ს

ჰააგის სასამართლომ რეის MH17-ის ავიაკატასტროფაზე განაჩენი გამოაცხადა

ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს „ბოინგის“ რეისი MH17 „Бук-ის" საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 17 ნოემბერს, გამოაცხადა. სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) - დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი 2014 წლის ზაფხულისთვის, ამჟამად პენსიაზე მყოფი "ეფესბე

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

სამწუახროდ, ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა ძაღლმა ადამიანი დაგლიჯა.  ბოლო დროს კი მცირეწლოვანი ბავშვის დაგლეჯის ამბავმა შეძრა თბილისი. პატარა ისევ კლინიკაშია და მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სოციალურ ქსელშიც გახშირდა იმ მოქალაქეების პოსტებიც, რომლებიც მეტ ყურადღებას ითხოვენ ქუჩის ძაღლების მიმართ. თუმცა უმეტესი პოსტით როგორც ირკვევა, ხშირად პატრონების მიერ ჩამოყვანილი ძაღლები უფრო აშინებთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებ

ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული პიკასოს ლანგარი მოსკოვში იპოვეს

მოსკოვში მიაგნეს პაბლო პიკასოს ფაიფურის ლანგარს, რომლის გაყიდვის შესახებაც მანამდე იტყობინებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ „აფხაზურ პორტლთან“ დე ფაქტო კულტურის მინისტრ დაურ კოვეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში ლანგარი რუსეთში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი. კოვეს სიტყვებით, ექსპონატს „აფხაზეთში წლის ბოლომდე დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, „ლანგრით დაკავებული“ იყო კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდისა აგრბა, რომელმაც, სავარაუდო

სერგეი ლავროვი - მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ლავროვმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მასთან ერთად მუშაობდა შეთანხმებაზე, რომელიც ორი რუსული ბაზის საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებდა. „ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად,

თეთრი სახლი: სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად

თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“. „მათ [ზურაბიშვილმა და სალივანმა] განიხილეს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვე

ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია უკრაინას დღეს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, 1.5 მილიარდი ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“ დაწერა. „დღეს ჩვენ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მორიგ 1.5 მილიარდ ევროს მივაწვდით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. „გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუს

პარლამენტის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება პარლამენტის ყოფილ წევრებს აღარ ექნებათ

პარლამენტის ყოფილ წევრებს პარლამენტის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აღარ ექნებათ, - ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომლის შეტანაც პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება. მოქმედ რეგლამენტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვით, ყოფილ დეპუტატს პარლამენტის შენობაში შესვლა - მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში - დაუბრკოლებლად შეუძლია. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კანონიდან აღნიშნული ჩანაწერი ამოდის. ამავე პროექტით გათვალისწინებულია საპარლამენტო უმრ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ქვეყნდება. 1ტვ

სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს, მადლობა პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. „დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს. უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და, მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფა

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 510 ოკუპანტი, 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 10 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო - მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები. უფრო კონკრეტულად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა
×
×
  • შექმენი...