Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს, მადლობა პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში.

„დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს. უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და, მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...