Jump to content
Planeta.Ge

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა


ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი ტელევიზია, "ბორჯომი" ავრცელებს.

მოსახლეობის ევაკუაციაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, 75 წლის ქალი ცხოვრობდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დასტურდება. ადგილზე მივიდა "სოკარ გაზის" სპეციალური ჯგუფიც.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...