Jump to content
Planeta.Ge

ჰააგის სასამართლომ რეის MH17-ის ავიაკატასტროფაზე განაჩენი გამოაცხადა


ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს „ბოინგის“ რეისი MH17 „Бук-ის" საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 17 ნოემბერს, გამოაცხადა.

სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იგორ გირკინი (სტრელკოვი) - დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი 2014 წლის ზაფხულისთვის, ამჟამად პენსიაზე მყოფი "ეფესბეს" ოფიცერი.

რუსეთის მოქალაქე სერგეი დუბინსკი, 2014 წლის ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი.

უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, 2014 წლის ზაფხულში დნრ-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.

სასამართლომ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო.

სასამართლომ განაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „Бук-ის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდადებულს არ მიუღია მონაწილეობა.

სასამართლოს თანახმად, ბონგი ჩამოაგდეს უკრაინის აღმოსავლეთით, პერვომოისკის რაიონის სიახლოვეს მდებარე ქალაქ სნეჟნოეს მახლობლად მდებარე ფერმიდან გასროლილი „Бук-ის" რაკეტით. იმჟამად ეს ტერიტორია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარებოდა.

მოსამართლის განცხადებით, საქმის მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ვინ მისცა ეკიპაჟს რაკეტის გაშვების ინსტრუქცია და როგორ მოხდა ეს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ვარდნის მომენტისთვის რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებსა და მათ მხარდამჭერებზე.

რეისი MH17 - როგორ ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი
 EMBED SHARE
The code has been copied to your clipboard.
 

 
 

No media source currently available

 
0:000:02:270:00
 
 გადმოწერა 
 

2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს.

ნიდერლანდელმა პროკურორებმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს ოთხი რუსისა და ერთი უკრაინელისთვის, რომლებსაც მალაიზიის ბოინგის ჩამოგდებაში ედებოდათ ბრალი. მათ შორის იყო რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდების პერიოდში რეგიონში ხელმძღვანელობდა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა ავიაკატასტროფასთან კავშირს.

ავიაკატასტროფის შემდეგ დასავლეთმა გაამკაცრა მოსკოვის მიმართ პოლიტიკა და გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფრონტაცია მრავალ წელს გრძელდებოდა, სანამ მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ათეულობით ათასი ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...