Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.137
  • comments
    0
  • views
    693.045

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი„მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის“ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა. სალომე ზყრაბიშვილის თქმით, ნონა გაფრინდაშვილი არის „ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხ

საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება

საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება. "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, მანდატურის სამსახურის ფუნქციებს ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლ

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მო

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უარს ამბობს „ჰამასის“ წევრების მკურნალობაზე

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ აკრძალა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის“ წევრების მკურნალობა ქვეყნის სახელმწიფო საავადმყოფოებში, წერს The Jerusalem Post-ი. შესაბამისი განკარგულება გასცა ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მოშე არბელმა. „ამ რთულ დროს ჯანმრთელობის სისტემის ყურადღება მთლიანად უნდა იყოს გადატანილი დამნაშავეობრივი ომის მსხვერპლის და ისრაელის არმიის ჯარისკაცების მკურნალობასა და მომავლისთვის მზადყოფნაზე“, - თქვა არბელმა. მისი სიტყვებით, ამ საკითხის გადაჭრა უნდა დაეკისროთ

სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა

სირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას სირიის მედიაზე დაყრდნობით „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ ავრცელებენ. მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ორივე აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაზიანებული ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. ისრაელში სირიის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.     ავტორი - ლევან ახალაია

ბლინკენი ნეთანიაჰუს: ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონის მხარდაჭერას უდასტურებს. თელ-ავივში ჩასულმა ბლინკენმა ნეთანიაჰუს უთხრა: „ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ“. მისი თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ ყოველთვის მის გვერდით იქნება. თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრ

თევზაძე: პრეზიდენტმა, ხარვეზების მიუხედავად, თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადება დღეს სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ გააკეთა. თევზაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება კოდექსში ხარვეზების მიუხედავად მიიღო. თევზაძის თქმით, მუშაობაა საჭირო, რათა უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული სასულიერო პირების სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ისაუბრა საზღვაო თავდაცვის ძალებზე და მათთვის ყურად

აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს. რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკ

“სომხეთში ანტირუსული განწყობები არასამთავრობოების მუშაობის შედეგია”

“რაც შეეხება ანტირუსულ განწყობებს სომხეთში, ეს დიდწილად ხელოვნულად კეთდება”.   ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში იყო შექმნილი, თუმცა, წინა წლებშიც არ იყო ნაკლებობა. ეს ორგანიზაციები არ იქმნება სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით. პირიქით, მათი მიზანია, ანტირუსული განწყობე

იმამთა გლობალური საბჭო: ვგმობთ „ჰამასის“ ბარბაროსობას, მხარი დაუჭირეთ ებრაელ ერს

იმამთა გლობალური საბჭო [GIC] გმობს „ჰამასის“ მიერ „ებრაელი, ქრისტიანი და მუსლიმი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ და ტერორისტულ აქტებს“ და სოლიდარობას უცხადებს ებრაელ ერს, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ „ჰამასის“ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია, რომელშიც ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი 1470-ზე მეტი იმამია გაერთიანებული, აღნიშნავს, რომ თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა „ჰამასსა“ და მის „გენოციდურ, ანტისემიტისტურ და გ

„სასაცილო და სამარცხვინოა“ — ტრენინგზე დასწრების გამო სუს-ში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს

USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე დასწრების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს. ჯგუფ „ბულიონის“ წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე არ აპირებს უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას და ამბობს, რომ ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. ტრენინგებზე, რომელსაც ნატალია ხელოვნების სფეროში მომუშავე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა, ამბობს, რომ უყურეს ფილმებს, გააკეთეს პერფორმანსები და ისაუბრეს, სხვადასხვა ქვეყანაში არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების ისტორიაზე. ხელოვანი ამბობს,

თბილისში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა

თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა. როგორც სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. ოფისის გახსნაზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები. ოფისში განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც. „„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, თითოეული თქვე

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - 2023 არ არის 1943 წელი, ისრაელი ძლიერია - მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა და მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ. თუმცა არავინ შეცდეს - 2023 წელი 1943 წელი არ არის. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ

„მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი“ — 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. „იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, — განაცხადა ბრალდებულმა. მისი თქმით, მომხდარს ნანობს. „ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… ა

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტში მას ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი, დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ისრაელში მკაფიო გზავნილით ჩადის, რომ „ისრაელს შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს“. ბლინკენი პარასკე

ანა ბუჩუკური პრემიერს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ვიქტორ ორბანთან - ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემაზე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების: ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით. „საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში: ა) მომაწოდ

ანა ბუჩუკური - როდესაც ხელისუფლებას საკუთარი კომფორტისთვის სჭირდება ჩარტერული რეისები, ამას უპრობლემოდ ახერხებენ, ხოლო ისრაელში ჩარჩენილი ქართველებისთვის ჩარტერი ხელისუფლებამ ჯერაც ვერ დანიშნა (ვიდეო)

"როდესაც ხელისუფლებას საკუთარი კომფორტისთვის სჭირდება ჩარტერული რეისები, ამას უპრობლემოდ ახერხებენ, ხოლო ისრაელში ჩარჩენილი ქართველებისთვის ჩარტერი ხელისუფლებამ ჯერაც ვერ დანიშნა." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 387845517_7158066784255526_2316327763859882508_n (2).mp4

პროკურატურამ სასტიკად მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედას ბრალდება წარუდგინა: რას აცხადებს უწყება

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 14 წლის გო­გო­ნას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დე­დას და ბი­ძას ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რ

წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს

1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს სრულად: http://tbl.ge/6jow ტაბულა

ანა ბუჩუკური - ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან (ვიდეო)

ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  387838323_1040170963833811_8178069425383169019_n.mp4

რომის პაპი - მოვითხოვ, მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ! - ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება

მოვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, - ამის შესახებ რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს განაცხადა. რომის პაპმა ფრანცისკემ „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოხატა ღაზას სრული ალყის გამო. „მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზას სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ“, - განაცხადა რომის პაპმა. „ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესვლას ნებართვის გარეშე შეძლებენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლას და დაკავებულ პირებთან შეხვედრას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უწყებებს შორის შეთანხმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოზე იქნა მიღებული, რის შემდეგაც იგი საქართველოს შინაგან სა

მიშა დაუშვილი - სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ... (ვიდეო)

“ სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ, ხოლო როცა ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ საქმე, ვხედავთ რომ წინა რიგებში არ აყენებენ და შესაძლებლობას აძლევენ გაიაშვილს მოცემული ვითარებით ისარგებლოს.  როცა ვსაუბრობთ “ოცნების” მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მიტაცებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ დაეხმარა მათ ამაში. სწორედ “ნაც.მოძრაობა” იყო ის პარტია, რომელმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას მურუსიძის კლანს დაუჭირა მხარი.  ოჩამჩირეში რუსული სა

ანა ბუჩუკური - სადეპუტატო კითხვით მივმართავ ღარიბაშვილს: ელაპარაკა თუ არა თავის მეგობარ ორბანს ნაცების რეჟიმის მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე?

სადეპუტატო კითხვით მივმართავ ღარიბაშვილს: ელაპარაკა თუ არა თავის მეგობარ ორბანს ნაცების რეჟიმის მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე?  ორბანთან მეგობრობით მიხეილ სააკაშვილი ამაყობდა, დღეს ღარიბაშვილი ამაყობს. ღიმილის მომგვრელია, როცა ნაცებს და ქოცებს მეგობრებიც საერთო ჰყავთ. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

„ჩვენს სოფელში სკოლა არ არის“ | რა ბარიერებს აწყდებიან ადამიანები ჯავახეთიდან

ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები. სწორედ ამ პრობლემებზე მათ თავად ისაუბრეს ღია ტიპის შეხვედრებზე, რომლებიც სხვადასხვა სოფელში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებთან „წინ ახალ
×
×
  • შექმენი...