Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.243
  • comments
    0
  • views
    699.307

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი - ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ჰოსტომელიდან, რუსების მიერ კიევის სამ დღეში აღება უნდა დაწყებულიყო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებასთან უკვე 730 დღით არის ახლოს. „დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ო

ოლაფ შოლცი - ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევ

ხერსონის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. იპნ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. იპნ

პრეზიდენტი - ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! - რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა - თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია

ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა. “ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3

ბერდია სიჭინავა - დღე არ გათენდება, გახარიას პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობა არ დაიწყონ - საუბრობენ, რომ „გახარია კოალიციაში წარმომიდგენია“, „ჯერ გახარიამ კითხვებს გასცეს პასუხი“ - ვინ გეხვეწებათ?

„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. „ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის მცდელობები აქვს. ხანდახან ვფიქრობ საკუთარი თავის მტრები როგორ არია

 ბერდია სიჭინავა - კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს

“კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, რომელიც გამჭვირვალედ აცხადებს თავს, ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, როგორც პრემიერის ინსტიტუტის წარმომადგენელი და უმაღლესი პოლიტიკური პირი, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს.”     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1435814807372137/  

უკრაინელი მღვდელი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში მოახდინეს

გამოცემა Україна Православна-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს. დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი სერგიუსის განცხადებით, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რუსეთის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტე

ზამთარი რაჭაში – ფოტორეპორტაჟი

წელს რაჭაში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა. ნახეთ, როგორია ის სტიქიის მიღმა: ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ნეტგაზეთი

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო. „დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელ

ევროკავშირმა სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. „საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მ

გლდანში შვილმა მამა მოკლა

თბილისში, გლდანში შვილმა მამა მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთი პირია დაკავებული და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

ბერდია სიჭინავა - “ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ (ვიდეო)

“ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ, არც განათლების პერსპექტივა ჰქონდეთ, არც კეთილდღეობა, არც უმუშევრობის დაზღვევა, არც მინიმალურ ხელფასი, არც ჯანმრთელობის დაზღვევა.  ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/356920193879024/

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის (ვიდეო)

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის: ვიდეო:   

ომის 2 წლისთავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება. ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განვიცადეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა : „ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაც

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება

საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. „საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარა

ლაზარე გრიგორიადისის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია...”, - წერს გრიგორიადისის დედა. შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებუ

„არსებული გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას“ - სპეციალისტების შენიშვნები "ორბის“ ბახმაროს პროექტზე

თათია ჩაფიჩაძე   "ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია,“ - ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას. არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენი

პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე - სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს - ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია

მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს. “როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ - რასაც გვთავაზობენ, მისაღებია, არც არაფერს გააფუჭებს, თუმცა არც არაფერს გააკეთებს სიღრმისეულად

ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს, ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური. “ჩვენი მიზანია, რომ ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, მოლოდი

როგორ ქრება ქართული ენა გალის სკოლებში – რეპორტაჟი

როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ. ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს? უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გალში ქართული ენის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2023 წლის ბოლო 3 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მლნ-მდე ლარის შემოწირულება მიიღო - შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ კი, 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო

2023 წლის ბოლო სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო - მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ კი 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაციას პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური მონაცემები აქვს წარმოდგენილი. ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ბოლო კვარტალში მმართველი პარტიის მიერ მიღე

მიშა დაუშვილი - გვირჩევნია, ოპოზიციაში დავრჩეთ, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან შევქმნათ კოალიცია. „ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის წითელი ხაზია (ვიდეო)

გვირჩევნია, ოპოზიციაში დავრჩეთ, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან შევქმნათ კოალიცია. „ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის წითელი ხაზია.    რა ლოგიკასაც ჩვენს წინააღმდეგ ავითარებენ, მაგ ლოგიკით საკრებულოებში კოალიცია „ოცნებასთან" გვაქვს.      მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1465400681053765/
×
×
  • შექმენი...