Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.666
  • comments
    0
  • views
    805.038

Contributors to this blog

About this blog

Read more  

Entries in this blog

ჯონ ჰერბსტი - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება - კობახიძის მიერ მათ მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში დაინიცირებულ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების შეეხება. როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არ აღიარებ

იოსელიანი: ჩემს განცხადებაზე აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მის განცხადებაზე „აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი”. მან „პირველ არხთან” განცხადება გააკეთა იმ კრიტიკაზე, რომელიც მისსავე განცხადებებს მოჰყვა ამავე არხის ეთერში. კერძოდ, ლევან იოსელიანმა გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი, რაც სენსიტიური ინფორმაციაა და მსხვერპლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა. სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და სხვა მოქალაქეებმა ამის გამო მწვავედ გააკრიტიკეს ლევან იოსელიანი და როგო

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენთან ბრძოლაში ივანიშვილმა დაკარგა ღირსება, შემდეგში დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც (ვიდეო)

ჩვენთან ბრძოლაში ივანიშვილმა დაკარგა ღირსება, შემდეგში დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც. ივანიშვილისთვის სამშობლო არის ფული. ფულის გარდა არავის და არაფერს არ ცნობს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/927040442882965

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა. „ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგე

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა. მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი. თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კ

იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებ

„ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე“ - ქურდოვანიძე მზია ამაღლობელზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს. 20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქცია

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი - 20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს - სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება

ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავსაჯანიშვილი აცხადებს, ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანა მიზნად მის დასჯას ისახავს. „წერილი გავრცელდა კიდეც, ქალბატონ მზია ამაღლობელის მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად მან და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადეს. ჯავახიშვილი წერილში თავადაც ამბობს, რადგან სოლიდარობის ნიშნად შიმშილო

ჰამასის ტყვეობიდან შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან, ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა.  კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი, რომელთა ასაკი 19-დან 20 წლამდეა, ჰამასმა ღაზის ცენტრში სპეციალურად დადგმულ "ცერემონიაზე" გამოიყვანა. საბოლოოდ კი, გათავისუფლებულები წითელ ჯვარს გადასცა.  აღნიშნული 4 ისრაელელი ახალგაზრდა ქალი ჰამასის ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, 477 დღი

სალომე ზურაბიშვილი - პრაქტიკულად, აშშ-ის ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში

პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი გზავნილი იყო, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღება ძალიან მალე და სწრაფადაა საჭირო. „პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შე

მარია რესა: მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მე-14 დღეს იწყებს

ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა. მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” ქართულ ენაზე გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishingმა გამოსცა. პუბლიკა

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე". მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ. ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთ

სოფო ხორგუანი - ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა სააკაშვილის რეჟიმი - ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ფინანსები და ზურგი (ვიდეო)

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა სააკაშვილის რეჟიმი. იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება ფული და ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ფინანსები და ზურგი. კი, ვიცოდი ეს 2012 წელს, მინდოდა ეს რეჟიმი წასულიყო და იმასაც ვხვდებოდი, რომ მას პირადად რომ შეეხო, სწორედ იმიტომ დაიწყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მე დავიჯერე, რომ მოინანია და უნდა ვალი დაგვიბრუნოს ქართველებს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | გადაცემაში „სანაია“ ვიდეო: https://www.facebook.com

სოფო ხორგუანი - ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს

„ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემის მოსმენას შეძლებთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/581178771429970

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა - ეს იყო შეკვეთილი ჯგუფური თავდასხმა

ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის­ თვითშემოქმედებაა - მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა,- ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მეზვრიშვილი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო. „როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაც

პარტია "გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრებმა აჭარის პროკურატურასთან აქცია გამართეს, ვიდეო მტკიცებულების გადაცემისა და გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის დროულად გამოძიების მოთხოვნით

პარტია "გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრებმა აჭარის პროკურატურასთან აქცია გამართეს, ვიდეო მტკიცებულების გადაცემისა და გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის დროულად გამოძიების მოთხოვნით.        

ანა ბუჩუკური - დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის! 

დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის!  ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1667679114126002

დიმიტრი ცქიტიშვილი.- ივანიშვილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა ბრიტანულ სანქციებს... ჩვენ ძალიან ახლო და აქტიური კავშირები გვაქვს დიდ ბრიტანეთთან და აუცილებლად ვიმუშავებთ მათთან

ივანიშვილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა ბრიტანულ სანქციებს. ჩვენ ძალიან ახლო და აქტიური კავშირები გვაქვს დიდ ბრიტანეთთან და აუცილებლად ვიმუშავებთ მათთან, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას რეჟიმის დასასრულებლად დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1348274043290012

დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება

დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება. კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში; 15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან 16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება. 18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება

SJC: ზამთარში ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა მკვეთრად არაჰუმანურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნაგებობების დანგრევას ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, „ზამთარში სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა და უსახლკაროდ დატოვება არა მხოლოდ სოციალური საჭიროებების მიმართ ხელისუფლების არასენსიტიურობას აჩვენებს, არამედ მკვეთრად არაჰუმანურია და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს”. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინა შემთხვევების მ

სოხუმმა თბილისისგან ნერგები 42 მილიონ რუბლად შეიძინა – არუაა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” ავრცელებს. ცნობილია, რომ შესყიდვების ღირებულებამ ორი წლის განმავლობაში 42 მილიონი რუბლი (430 ათასი დოლარი) შეადგინა . ორგანიზაციის განცხადებით, ეს ყველაფერი წარმოადგენს”ქართველი ფერმერების მხარდაჭერას აფხაზეთის სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე”. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის მაისში, მისი ბრძანებით, აფხაზეთის დე ფაქტო ლ

Anonymous - საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს - ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის - თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომ

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება გაუმართლებელია - მისი მდგომარეობით ძალიან შეშფოთებული ვარ

მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრი

იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული: საჯარო უწყებებში მიმდინარე რეპრესიები იმაზე მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე პოლიტიკური დევნაა

ფოტო: მინდია გაბაძე/„პუბლიკა“ იუსტიციის სახლიდან პარლამენტისკენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების სოლიდარობის მარში იმართება. მარშს შეუერთდნენ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და სოლიდარობა გამოუცხადეს უსამართლო რეპრესიებს მსხვერპლებს, ვინც პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. იუსტიციის სახლიდან ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმ

ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა

ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი
×
×
  • შექმენი...