პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა, კერძოდ, ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერაა.
ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ბრიფინგზე ისაუბრეს ცენტრის თანამშრომლებმა - ნინი ლეჟავამ, სალომე ნატროშვილმა და მარიამ ჩაჩუამ.
მათი თქმით, აღნი
პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებმა „ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ.
„ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმშილობა.
გუშინ, 20 იანვარს „საიას“ თავმჯდომარე
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პასუხობს “ქართული ოცნების” აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეთავაზებას თავდებობის შესახებ. ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
“მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, – წერს ჭიჭინაძე.
გუშინ, 20 იანვარს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, თუ “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას”.
მდინარაძეს გუშ
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა ტიტე აროშიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და ახალი მოწვევის საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
ფარულ კენჭისყრაში მან აკადემიური საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ერთი ხმა გაბათილდა.
სხდომის პარალელურად სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის არჩევას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმის განხილვა არ მოხდება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი „ქართული ოცნების” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე – არჩილ გუჩმანიძეა.
რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო პარალელურად, შენობაში არიან უცნობი პირებიც, რომლებიც სტუდენტების პროტესტის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ და აროშიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
17 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმან
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა შიმშილობს თავად მზია ამაღლობელიც, რომელიც 11 იანვარს პოლიციელ
ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! - ამის შესახებ „ახალი თეატრი“ სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ინფორმაციით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით საპროტესტო მანიფესტს 23 იანვარს გააჟღერებენ.
„21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ, სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს. შევხვდებით თეატრის წინ, დავით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამების განხილვა და შეფასება, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.
„შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკულ ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამ
ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ამბობს, რომ „მოსკოვის მშვიდობის მტრედების“ მონდომების მიუხედავად, რომლებიც ევროკავშირში შიგნით სიტუაციის არევას და საერთო თანხმობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, ევროკავშირი გაამწვავებს პოლიტიკას ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, ქართველის ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს და გააღრმავებს.
კოლსი ამბობს, რომ „ოცნება“, რომელიც იქცა ქართულ კოშმარად, ქვეყანას რუსეთთან აახლოებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში რაღაცები უფრო ნელა ხდება, ვიდრე აშშ-ში
განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხ
ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული საერთაშორისო მიმართულების გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია.
„დონალდ ტრამპი არის აშშ-ის მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. რაც შეეხება მის გზა
ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
როგორც ცნობილია, დებატების თემაა: "საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება".
დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.
ფორმულა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც შეერთებული შტატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს.
აღმასრულებელ ბრძანებაში ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზებად ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობაა დასახელებული.
როგორც ცნობილია, აშშ WHO-ს ყველაზე დიდი შემომწირველია და
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, - ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
იპნ
პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო პანამის არხის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არხი პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება.
„სრულად უნდა უარვყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები. პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება“, - აღნიშნულია პანამის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მან ასევე უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ არხს ჩინეთი აკონტროლებს.
„მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც არხის კო
99 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – შეერთებული შტატების სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ინაუგურაციის დღესვე დაამტკიცეს. მან სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.
რუბიომ სენატის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.
ვინ არის მარკო რუბიო?
მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ
53 წლის მარკო რუბიო მაიამიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბად
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.
აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
”ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის - სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ", - განაცხადა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა
პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მარკ რუტე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას ულოცავს.
„პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ - ნატო-ს მეშვეობით!“, -
„ბათუმელების“ ცნობით, დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს მათი ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ადვოკატ მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. ოპერატორი 12 იანვარს გამართულ აქციაზე დააკავეს.
„ბათუმელების“ ცნობით, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პრო
ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც 2017 წელს, ჩვენ კვლავ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და, რაც ყველაზე
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს.
ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თა
პანამის არხს უკან ვიბრუნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება.
იპნ
ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.