Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.236
  • comments
    0
  • views
    699.130

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა უცნობია. როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა. მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.   პუბლიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. „ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტთან

სიდნეის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა გუშინ მოხდა. დანით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მედიების ცნობით, დაიღუპა 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. პუბლიკა

სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ონლაინმედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს”. რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”. პუბლიკა  ასევე იხილეთ

ეპიზოდი #11: გიორგი გახარია „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე (ვიდეო)

ეპიზოდი #11: „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე:    

გახარია - მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!

გიორგი გახარია: "მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!"  

ბექა ლილუაშვილის სიტყვა სხდომაზე, რის გამოც ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა (ვიდეო)

ბექა ლილუაშვილის სიტყვა სხდომაზე, სადაც „ოცნება" ე.წ რუსულ კანონს განიხილავს:   GO899Rm8jeVSpdYCAOLDWBXTPPlkbmdjAAAF.mp4

ბექა ლილუაშვილი - ბატონი ოხანაშვილი რეგლამენტის სრული დარღვევით აგრძელებს სხდომას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უკვე მერადმენედ საჯაროდ გადახია ამ ხალხმა

ბატონი ოხანაშვილი რეგლამენტის სრული დარღვევით აგრძელებს სხდომას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უკვე მერადმენედ საჯაროდ გადახია ამ ხალხმა. არანაირი პატივისცემა და კანონის დაცვა აქ არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/347262621680246/

ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ „ტყულია” ინფორმაცია კომიტეტზე მედიასაშუალებების ჟურნალისტების არ დაშვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ თქვა. „დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს”, – განაცხადა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფო

რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარალელურად, გარეთ მიმდინარეობს აქცია, სადაც შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლებიც. მათ თან აქვთ ბანერები „არა რუსულ კანონს” და უმრავლესობის წევრებს პროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული კანონის განხილვის დროს, „უსაფრთხოების” მოტივით, შეეზღუდა ვიზიტორთა რაოდენობა, რის გამოც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ დაიშვებიან ონლაინმედიის აკრ

სალომე ზურაბიშვილი - დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს!

დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს. იპნ

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს - ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - „გრანტების შესახებ" კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კა

ბექა ლილუაშვილი - თუ „ოცნება“ სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს „რუსულ“ კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, გამოჩნდება, რომ მათი მიზანია საზოგადოება დაყოს მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპიროს

თუ „ქართული ოცნება“ სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს თავის რუსულ კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, გამოგონილი გამჭვირვალობის საფარქვეშ, საზოგადოება დაყონ აგენტებად და მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპირონ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა დეპუტატმა მტერს უნდა დაარქვას მტერი და მოყვარეს მოყვარე. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უკან გაიწვ

ბექა ლილუაშვილი - ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებთან ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი - „ქართული ოცნება“ ევროკავშირს საქართველოს მტრად ვერ გამოაცხადებს

ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სისულელე, გამოწვეული, ეჭვი მაქვს არა უცოდინარობით, არამედ მიზანმიმართულად - ამ საკითხზე დიპლომატიური ქვეყნების წარმომადგენლობის შემოყვანა და მათთან ასე ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი, რომელიც როგორც ჩანს, [ბიძინა] ივანიშვილის გონებაში გამოცხვა,- ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობი

ნატა საბანაძე - ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა. - ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იმყოფებით და საზღვარგარეთ საქმიანობთ, დარწმუნებული ვარ, თვალს ადევნებთ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს „აგენტების

აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს - ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს. “ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუ

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას - საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას. “ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის - დედა ენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია”, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას გობს და მხარეებს წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ”მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, - წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე. მისი თქმით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და უნდა იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს. „შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა,

კახაბერ ქემოკლიძე - გერმანიის კანცლერმა ღიად უთხრა კობახიძეს, რომ კანონი არის ანტიევროპული, აფერხებს ევროკავშირთან ურთიერთობას და მისი მიღების შემთხვევაში გერმანიის პოზიცია იქნება ნეგატიური

გერმანიის კანცლერმა ღიად უთხრა კობახიძეს, რომ კანონი არის ანტიევროპული, აფერხებს ევროკავშირთან ურთიერთობას და მისი მიღების შემთხვევაში გერმანიის პოზიცია იქნება ნეგატიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს აღარ ექნება და ერთადერთი ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი, რომელმაც "ოცნების" ბიჭების მეშვეობით დააბრუნა კანონი.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/vi

ბოლნისში კაცის ცხედარი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაღუპულის ოჯახის წევრები „ტელეკომპანია“ პირველთან მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მათი თქმით, კაცი შეზღდუგული შესაძლებლობების მქონე პირი იყო. ოჯახის წევრები ასევე საუბრობენ დაზიანებებზე, რომელიც ცხედარს აღენიშნებოდა. მათი

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო - გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას სასწრაფოდ გადასცემს

გერმანია სასწრაფოდ გადასცემს უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს. „გერმანიას სასწრაფოდ მიაწვდის უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რუსული ავიაციის თავდასხმების მოსაგერიებლად. მას საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებთან დამატებით მივაწვდით, რომელიც [უკრაინას] უკვე გადაეცა და რომელთა გადაცემაც იგეგმება", - წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვ

სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ განცხადებებზე - რა შუაშია „ნაცია“ თუ გახარია, ვინ არის და რა არის?! რა უფლება გაქვს პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე გუნდის ერთ-ერთ მონაწილეს - აქაც არის ევროპის წინააღმდეგ

რა შუაშია „ნაცია“ თუ გახარია, ვინ არის და რა არის?! რა უფლება გაქვს პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე გუნდის ერთ-ერთ მონაწილეს. აქაც არის ევროპის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილსა და მის ოჯახთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს უპასუხა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც საზოგადოებაში შეაქვთ დაყოფა, ისე შეაქვთ ფეხბურთშიც. “კალაძე წარმოუდგენელია... მე არსად არავინ მ

აშშ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებას მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილე

რა შეუსაბამობები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეში

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენი გამოიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის მონაწილე ახალგაზრდას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესის განმავლობაში, რომელიც არაერთხელ გადაიდო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, როგორც დამკვირვებელი არასამთავრებო ორგანიზაციების, ისე დაცვის მხარის განცხადებით, არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის მასალებს გაეცნო „ნეტგაზეთიც“ და მოკლედ აღვწერთ იმ გარემოებებს, რის საფუძველზეც დაცვი
×
×
  • შექმენი...