პარლამენტმა „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ 72 დეპუტატმა და „ხალხის ძალის“ 9 წევრმა, ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან“ ავთანდილ ენუქიძემ.
კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა:
გიორგი ბარვენაშვილი
გია ბენაშვილი
ირაკლი (დაჩი) ბერაია
რიმა ბერაძე
მაია ბითაძე
ანზორ ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე
მაკა ბოჭორიშვილი
ელგუჯა გოცირიძე
ბექა დავ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი
„მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.
ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართ
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი.
როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში.
შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა.
“სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს თვითმხილველი.
მომხდართან დაკავშირებით დ
„პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პალიტრა მედია“ 18 აპრილს 29 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო ჰოლდინგის მრავალრიცხოვან გულშემატკივარსაც.
იხილეთ განცხადება სრულად.
მას შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბია და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რუსული კანონის წინააღმდეგ არაერთმა სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია.
მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი მამარდაშვილის. ასევე, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია.
გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს:
მერაბ დვალიშვილი
„მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვ
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და აქციის დარბევას ეხმაურება.
„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”. – დაწერა ი
„ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ამაში ვერც საჯარო მოხელეები და ვერც საკუთარი ამომრჩევლები ვერ დაარწმუნა.
„პირველ რიგში, მინდა ისევ მადლობით დავიწყო და მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გუშინაც იდგა აქციაზე, სწორად გაიგო ჩვენი
პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების ამოცანაა, არ დავუშვათ ამ კანონის მიღება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანად. ამაზე კი მთელი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს.
ამ ყველაფერს მოქალაქეებმა მტკიცე ერთიანობით და სიმშვიდით უპასუხეს, სწორედ ეს ერთიანობა იქნება გზა არჩევნებამდეც, სადაც უკვე „ოცნება“ ოფიციალურად გამოცხადდება დამარცხებულად, რადგან „ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან.
ბექა ლილუ
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისივე თქმით, მათგან ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა.
მისივე თქმით, ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში.
ომბუდსმენი ამბობს, რომ პოლიციის ქმედებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო აქციის პირველ და მეორ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია.
პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს.
სპეცია
არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს, - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე აკეთებს.
“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავ
თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს ს
დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვლად გეორგე აცხადებს.
„საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ: მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი! დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს. მე ქართველების გვერდით ვდგავარ“, - წერს ვლად გეორგე X-ზე.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს.
იპნ
საზოგადოებრივი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.
ხელმომწერები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
უფლებ
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს სცემეს.
„ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმო
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) დამფუძნებელს ლევან დოლიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის სხვა სახელწოდებით, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ სახელწოდებით მიღებას, ეს საკითხი ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ და განხილვად თემად იქცა. რამდენადაც მახსოვს, თქვენ სამოქალაქ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სრულად ვერ მოესწრო.
ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.
“ქართული ოცნების“ კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს.
ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.
მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.
პუბლიკა
ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას.
ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს.
„თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტი
თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის არსებული ფორმით მიღების იდეაა მტრული.
ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს:
„როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს?
ის რომ:
ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან სა
პრეზიდენტის განცხადებით, თბილისში, რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა და მიმდინარე პროცესები გააცნო.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ „ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია”.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.