საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმდჯომარე ბექა ლილუაშვილის განცხადება საპარლაენტო ტრიბუნაზე ალტერნატიულ ინიციატივებთან დაკავშირებით.
„მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ყველა ახალგაზრდას, ვინც გუშინ აქციიდან, სახლიდან, სოციალური ქსელებიდან იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მომავალშიც დაიცავს. ჩვენ გუშინ ოცნებას შევთავაზეთ მათი გასასვლელი რომ არ მომხდარიყო საზოგადოების დაყოფა, არ მომხდარიყო დაპირისპირება, არ მომხდარიყო სახელდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი და ძალი
“ოცნება” გასულია მომსახურების ზონიდან, გასულია ჩვენი მოქალაქეების მსახურების ზონიდან. აბსოლუტურად შეურაცხადი მოწადინებით არიან მიმართული “რუსული კანონის” მიღებაზე და არავის არ ეგონოს, რომ მათ არ ქონდათ გონივრული გასასვლელი, რომ მათ არ შევთავაზეთ ჩვენ გონივრული გამოსავალი.
მათ გადაწყვიტეს პირდაპირი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან, იმის ნაცვლად, რომ შეენარჩუნებინათ ელემენტარული შანსი მაინც იმისთვის, რომ ამ ხალხთან ერთად გაგვეგრძელებინა სვლა ევროპული მომავლისკენ.
ბექა
ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა.
მისივე თქმით, ხელის
ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია.
პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს.
ipn
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.
ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
ამასთან, შერაზ გასრიმ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სატელევიზიო დებატებში რუსულ კანონთან დაკავშირებ
მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ახლგაზრდებს, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის!
საქართველო უკვე ევროპაა. არა - რუსეთს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/
თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერს და მოყვარეს ერთ სიბრტყეში დააყენებს. არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი ეს გადაწყვეტილება ისტორიაში დარჩება.
ბექა ლილუაშვილის სიტყვა პარლამენტში.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/462582872854342/
ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში.
ვინ დღეს “ოცნებას” კიდევ უჭერს მხარს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა- აი თქვენ, როგორ გრძნობთ თავს, როგორ მოგწონთ ის ამბავი მიუხედავად იმისა ამ კანონს მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ, როგორ წარმოგიდგენიათ შარშან თუ მოგვატყუეს, მომავალში თუ დასჭირდება თქვენი მოტყუება, რატო არ მოგატყუებთ, ვინ არის დღეს გარანტორი “ოცნებაში”, რომ კიდევ ერთხელ არ გადაგვაგდებენ, როგორც ქვეყნის შ
ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა.
„
ბატონმა მდინარაძემ ვერ მომიყვანა ვერც ერთი სუბიექტი, ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელი და გვარი, ვინც ამ კანონს ამ ფორმით მხარს უჭერს. ვერც მომიყვანს, რადგან ასეთი არ არსებობს. ცდილობდით ერთი წლის განმავლობაში ხალხი მოგეტყუებინათ, გადაიხედეთ ფანჯარაში , არ გამოგივიდათ.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1146394909695961/
კეზერაშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? ან ივანიშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? მტერს დაარქვით მტრის სახელი და მეგობარს მეგობრის.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/414323914556416/
ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.
„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე – 14 პირია დაკავებული.
შსს-ს განცხადებითვე, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, დაშავდა ერთი პოლიციელი.
დღეს, რაც პარლამენტში ხდება, არის ის, რასაც იწვევს ეს კანონი და ის თუ ამას როგორი გადამდები ეფექტი ექნება და საზოგადოებას როგორ დააპირისპირებს, გახლეჩს ეს არის ამ კანონის მთავარი უბედურება.
ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370398211026876/
ახლა არის ვითარება, როდესაც ივანიშვილი არის ჩიხურ მდგომარეობაში, არ მიიღებს კანონს ვაია, მიიღებს კანონს ვუია.
თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე არის, რომ მშვიდად წყნარად, ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე და არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა კიდევ ერთხელ ევროპას ვუთხრათ კი, რუსეთს ვუთხრათ არა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/403599425783949/
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მიმართავენ. ისინი აღნიშავენ, რომ როდესაც სისტემამ მათი უფლებები დაარღვია და სამსახური დააკარგვინა, რუსული კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ხმას ვერავის მიაწვდენდნენ.
ხელმომწერები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ შეშინდნენ და აიმაღლონ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ.
ხელმომწერები:
იულონ გაგოშიძე
თინათ
როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც არის რუსეთის მთავარი ინტერესი., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი და მტ
საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უცხოელი ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.
გერმანიის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა.
საელჩომ გამოაქვეყნა გერმანიის კანცლერის განცხადების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, 12 აპრილს, ბერლინში ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა:
გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი და
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა.
მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია. სხდომა შეჩერებულია.
იპნ
„ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს”, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე. კერძოდ, ის საუბრობს ელჩებსა და დიპლომატებზე.
დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა, უცნობია.
მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე კარგი მნიშვნელობა. მისი თქმით, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც“.
მდინარაძის ამ მსჯელობამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური გამოიწვია. დამსწრე ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ წინადადებას ნეგატიური დატვირთვა აქვს.
კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც ს
დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი არ არის ქართველი ხალხის ნება და მისი მიღებით მმართველი პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს.
რუსული კანონის მიერ დადგენილი დეფინიცია, ფაქტობრივად შეზღუდავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც აფინანსებენ ქართველი სტუდენტების ევ
16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზ