ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად მას სთავაზობდნენ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილები მას გაევრცელებინა.
ბაჩიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შეთქმულების თეორიებზე წერილების გავრცელებაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ეს საქმე ივანიშვილთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა შეითავსა.
„ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ [ზაზა] შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო. სტუდენტების ნაწილი და უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შესვლა შეძლო.
„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავა, მათ საგამოცდო სივრცეში შესასვლელი სივრცე სავარძლებით, მაგიდებითა და სხვადასხვა საშუალებებით ჰქონდათ ჩახერგილი. მათივე ინფორმაციით, ეს სივრცე დღეს დაცვამ გაარღვია.
„ეს ნ
სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ, თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები.
„მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ,
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების” მუხლით მიმდინარეობს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას” განუცხადეს, გამოძიება 13 იანვარს დაიწყო.
მას შემდეგ, რაც „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა უფლებადამცველებს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ მოუყვა, ადვოკატები ითხოვენ, რომ საგამოძიებომ სათანადო კვალიფიკაციით დროულად გამოიძიოს
თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს.
როგორც გახარია აცხადებს, მას არ აინტერესებს შემსრულებლები, რადგან მას საქმე აქვს მასზე „თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან“.
„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგ
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რაც აშკარად უსამართლო და არაპროპორციულია. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.
“პოლიციელის მხრიდან მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფის და ადგილზე განხორციელებული არაერთი უკანონობის შემდეგ ემოციურ მდგომარეობაში გაწნული ერთჯერადი სილის გამო მზია ამაღლობელისთვის უმძიმესი ბრალდებ
ჟურნალისტები მზია ამაღლობელს სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა.
საერთო განცხადებაში ნათქვამია:
„ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის დარტყმის გამო 11 იანვარს დააკავეს.
ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმ
„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხა
21 იანვარს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, კახა მურადოვი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამშობლო ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში.
აფხაზეთის რეჟიმის ე.წ პროკურატურა აცხადებს, რომ თავად მურადოვმა დანაშაული გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ აღიარა.
ე.წ პროკურატურისვე ცნობით, „მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა. თუმცა, 2024 წელს, დაკავების
უზარმაზარი პერსონალური ინფორმაცია იქნა წაღებული სასტუმრო „შერატონიდან“, მათ შორის სხვა სტუმრების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. ეს მიანიშნებს, რა საფრთხის მატარებელია ამ სასტუმროში გაჩერება. თუ მართლები არიან, თავდამსხმელებს რატომ მალავენ? მოვა დრო და ვისაუბრებთ, რა მოხდა. პარალელურ გამოძიებას ვატარებთ, დაახლოებით 4-5 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“
თბილისის საკრებულოს „გახარია საქართველოსთვის“ წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ, რომ გმირთა მოედანთან მდებარე ე.წ. 11 სართულიანი შენობის პრობლემით დაინტერესდეს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, ე.წ. 11 სართულიანის მოსახლეობას აწუხებს საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რის გამოც ისინი წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
შარაშიძის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მცხოვრებელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც უხარისხო
“შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს.
აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1063574698859561
ევროპარლამენტარები პარტია “გახარია საქართველოს” ლიდერზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურებიან.
რასა იუკნევიჩიენე, ევროპის სახალხო პარტია: ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელდა სასტიკი თავდასხმა. …. ევროპამ უნდა დააწესოს პერსონალური სანქციები პასუხისმგებელ პირებზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე.
ტობიას კრემერი, სოცდემოკრატები : გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელდა სასტიკი თავდასხმა სამთავრობო ბანდდაჯ
საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ორი თვეა საქართველოში ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს.
„ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რო
"იცით რაზე მეღიმება? პროკურატურას რომ ჰგონია, ჭკუაში მოგვატყუებს.
მართლა ვერ ხვდებით რამხელა სირცხვილი გელოდებათ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის საქმის ჩაფარცხვისთვის?
ნუ რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დანაშაულის ჩაფარცხვა დანაშაულია.
ხომ იცით მაინც ვაჩვენებთ სიმართლეს და სერიოზულ პრობლემებს რატომ იქმნით? მრჩეველიც აღარავინ დაგრჩათ?"
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
Facebook
როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს, სასტუმრო შერატონში უთხრეს, რომ გახარიაზე თავდასხმის კადრების ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს. მეზვრიშვილის შეფასებით, სასტუმრომ მტკიცებულებების განადგურების "რეკორდი მოხსნა".
"შერატონმა გახარიაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის და მტკიცებულებების განადგურების ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დრომდე არ გვაძლევდნენ კადრებს. მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ არსებობს და ასლი მათთან შენახული იქნებოდა მაშინაც კი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა.
„[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევ
ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
„დღეს გარეთ ცივა. წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან
ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში, და ეს უნდა მისცეთ მათ, ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“აქ დეზინფორმაციასა და ტყუილებზე ვსაუბრობდით და ზოგიერთმა ამ ტყუილმა ამ პოდიუმამდე მოაღწია. ხალხი რაღაც “სისხლიან მაიდანზე” ან “ქუჩაში ძალადობაზე” საუბრობს. ჩვენ ვიყავით ქუჩებში, ბევრი ჩვენგანი ჩავედით თბილისში, ჩვენ რეალურად თქვენს სამუშაოს ვასრულ
გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს.
„გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს
საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს სასტიკად დაესხა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი. გახარი
უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენ
მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
„მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა
„რადიო თავისუფლების“ წამყვანმა „ტვ იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს ინტერვიუს დროს ჰკითხა ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია აშშ-ის მომავალ გენერალურ პროკურორთან გაგზავნილი წერილის შესახებ, რომლითაც პამელა ბონდს სთხოვენ შეისწავლოს ირაკლი რუხაძის ბიზნესსაქმიანობა.
წამყვანის, ნასტასია არაბულის თქმით, „რადიო თავიუსფლება“ წერილის შინაარსს ანონიმურობის პირობის დაცვით ავრცელებს.
„მეორე წერილი ანონიმურობის პირობის დაცვით გვაქვს, 15 იანვრით არის დათარიღებული და გაგზავნილია აშშ-ის მომავალ გენერალურ პრ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა.
მათივე ცნობით, „შერატონიდან“ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა დღეს „სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და სასტუმროს ჩანაწერის ასლი აღარ აქვს“.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება“.
„გიორგი გახარიაზე