ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა განაცხადა.
„ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - წერს უნანიანი ს
სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო. ერევანი და ბაქო მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპს იწყებენ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ნამდვილად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანისგან მიიღო შეთავაზებები, რომლები
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი შიშობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარჩულით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახალ კაპიტულაციას ამზადებს და ქვეყანას ახალი ომის საფრთხის წინაშე დააყენებს.
"მეზობელ მტრულ სახელმწიფოებს არ სურთ მშვიდობა, მათ სურთ სომხეთის განადგურება, სურთ, რომ არცახი [მთიანი ყარაბაღი-რედ] აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ხელმოცარული
აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ,,ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის" დაწყებული ,,ანტიტერორისტული" ღონისძიებების პასუხად სომხეთი ამბობს, რომ ყარაბაღში ჯარები არ ჰყავს.
ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული სიცრუეა.
,,სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ
სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა.
„ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვე
სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს.
სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს.
სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.
გამოცემის ცნობი
სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ.
მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.
საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ.
მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხ
რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი ნანობს, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო არ დაიპყრო და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დღეს სომხეთთან პრობლემები არ ექნებოდა.
25 თებერვლის გადაცემაში, რომელშიც სომხეთ-რუსეთის გაუარესებულ ურთიერთობებს განიხილავდნენ, სოლოვიოვმა განაცხადა:
„არ იქნებოდა საზღვარი არც საქართველოსთან და არც სომხეთთან. [იქნებოდა ისე], როგორც უნდა იყოს“, – უპასუხა მას კოლეგა-პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რასაც სოლოვიოვიც დაეთანხმა.
ბოლო დროს
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი თავის ტელეგრამის არხზე აზიარებს ტელეგრამის რუსული FRONTовые Zаметки-ს ტექსტს - „საქართველოს პრემიერი კაცია, მას კვერცხები აქვს“.
FRONTовые Zаметки საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან და წერს, რომ „საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა [უკრაინის პრეზიდენტს] ვლადიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა“.
ტელეგრამის არხ
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტანია ფაიონის განცხადებით, ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვდებიან პარტნიორებს საქართველოდან, მოლდოვიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან უკრიანაში ომის შედეგები განიხილონ.
„ჩვენ შევხდებით ჩვენს პარტნიორებს ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც არიან რისკის წინაშე და არიან მოწყვლადი ქვეყნები, უკრიანაში ომის შედეგები გან
სლოვენიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა.
სლოვენიის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და სლოვენიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა.
„ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ მოწოდებული სახელმწიფოების საერთაშორისო კოალიცია აგრძელებს გაძლიერებას. ერთად სიმართლისთვის და შ
ლიბერალური უფლებების დამცველმა, ნატაშა პირც-მუსარმა 13 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ის სლოვენიის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება.
2 მილიონიანი ქვეყნის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ მისი პირველი ამოცანა იქნება მემარცხენეებსა და მემარჯვენე ძალებს შორის ღრმა განხეთქილების გადალახვა.
თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ პირც-მუსარმა 54 პროცენტით 46 პროცენტის წინააღმდეგ აჯობა სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ანჟე ლოგარს.
მისი წარმატება გააძლიერებს ქვეყნის ლიბერალ
სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინაში „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.
"დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, მე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერ
სლოვაკეთმა უკრაინას დაპირებული MiG-29 ტიპის 13 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, მარტში სლოვაკეთი უკრაინას დაჰპირდა, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდა და პირველი ოთხი თვითმფრინავი ქვეყანას მარტშივე გადასცა.
IPN
ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა.
"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.
ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანები
პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირს გაფართოების, სტაბილიზაციის და ასოციაციის პროცესი.
მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სლოვაკეთს სჯერა, რომ უ
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს.
ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სი
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Aktuality ავრცელებს.
ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.
რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
დეპუტატებმა ასევე
სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას.
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონ
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-პოპულისტურმა, პრორუსულმა პარტია Smer-SSD-მა ხმების თითქმის 24% მიიღო, რითაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მას მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია.
მეორე ადგილზე 17%-ით გავიდა პარტია „ლიბერალ-პროგრესული სლოვაკეთი“. პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების და შესაბამისად, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრ
სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ის საშუალებით სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა 9 მარტს.
ნადმა მოიხმო წინა დღით პოლონელ კოლეგა, მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში შეხვედრის შინაარსი და დაადასტურა, რომ „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“
ნადს ვადები არ დაუსახელებია. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისი ქვეყნის პრინც
მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების პარალელურად საპროტესტო პერფორმანსი მოაწყვეს.
დაჯილდოება ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში მიმდინარეობს.
მასწავლებლის ეროვნული პრემია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ჯილდოა.
დაჯილდოების პარალელურად შენობასთან სკოლის დირექტორობის კანდიდატები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მივიდნენ და უწყების პოლიტიკა გააპროტესტეს.
ეკალაძემ და ფერაძემ ადგილზე მიიტანეს დიმანიკი, საიდანაც ისმოდა საპროტესტო მოწოდებებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მათი ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფე
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის ამ ფორმას მე-11 საჯარო სკოლის მოსავლეებმა და მათმა მშობლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრიეს, რომ ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის არარსებობის პირობებში, შვილების თემქაზე მდებარე სკოლაში ტარება უწევთ:
„სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შე
უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
როგორც მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, უფასო სასკოლო კვება შიმშილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობაა.
„ჩვენს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ზოგავს თანხას საკვებზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უმეტესი საჭიროება დაუკმაყოფილებელია.