Jump to content
Planeta.Ge

სოლოვიოვი ღარიბაშვილის საქებარ პოსტს აზიარებს


რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი თავის ტელეგრამის არხზე აზიარებს ტელეგრამის რუსული FRONTовые Zаметки-ს ტექსტს - „საქართველოს პრემიერი კაცია, მას კვერცხები აქვს“.

FRONTовые Zаметки საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან და წერს, რომ „საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა [უკრაინის პრეზიდენტს] ვლადიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა“.

ტელეგრამის არხი ეტყრდნობა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლითაც მან ზელენსკის 8 მარტის მიმართვა შეაფასა.

ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.

FRONTовые Zаметки-ს ასევე მოჰყავს ღარიბაშვილის კიდევ ერთი ციტატა:

„გამოვიდა კლიჩკო, ფეიგინი, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა",- ციტირებს ტელეგრამის არხი ირაკლი ღარიბაშვილს და წერს, რომ მან უკრაინელებს ურჩია ჯერ თავის ქვეყანას მიხედონ " და დაუშვა, რომ უკრაინის მთავრობა უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო "არ ჩაერთო" უკრაინის კონფლიქტში", - წერს არხი.

სწორედ ეს მასალა და მისი ჰედლაინი გაავრცელა სოლოვიოვმა თავისი ტელეგრამანგარიშით. მის ამ პოსტს 300 ათასზე მეტი ნახვა და 17 ათასამდე მოწონება აქვს.

  • რუსული ტელევიზიების „ვარსკვლავები“ და ცნობილი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ სოლოვიოვი, დმიტრი კისელიოვი, ოლგა სკაბეევა და სხვები, რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებს, გაანადგურონ უკრაინელი „ნაციკები“ და მიწასთან გაასწორონ უკრაინის დასახლებული პუნქტები.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქართველოს ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მიმართვაში, რომელიც 8 მარტს თბილისში აქციის დაშლის დროს გამოქვეყნდა, წერია, რომ პატივისცემას გამოხატავს საქართველოს მიმართ. ის მადლობას იხდის თბილისში უკრაინის ჰიმნის გაჟღერებისთვისაც.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...