ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო - რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლები
ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ე
19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ენმ-ს (და აწ უკვე ოცნების თუთიყუშებს) ცივი წყალი გადაესხა., - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მოიგო სახელმწიფომ, ხოლო პოლიტიკურად წააგო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოც
ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება.
ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს.
სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს.
მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გახარია.
ინტერ
თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ღამით მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.
იპნ
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.
ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგ
2018-2023 წლებში თბილისში მოწყობილი საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. აქედან, სტანდარტული საპარკინგე ადგილების ზონალურით ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტული საპარკინგე ადგილები შემცირდა 12 754-ით, ხოლო ზონალური გაიზარდა 10 217 ადგილით.
„კვლევის ფარგლებში, IDFI-ს ინ
4 აგვისტოს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) იასპარეზებს.
ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას.
შეხვედრა საქართველოს დროით 19:06 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქარ
უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები და სოციალური შეღავათები“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს. მთლიანობაში, უკრაინა წელს შეერთებული შ
უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
„უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს.
უკრაინის პრემიერ-მი
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.
შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგა
India's Prime Minister Narendra Modi attends a meeting with Russia's President Vladimir Putin at the Kremlin in Moscow, Russia July 9, 2024. Sputnik/Sergey Bobylev/Kremlin via REUTERS/File Photo
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ Reuters ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა და ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის დედაქალაქში ყოფნი
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ სენაკის სოფელ ნოქალაქევში მათი პარტიის წარმომადგენელი, შორენა შამათავა მმართველი პარტიის სიტყვიერი თავდასხმების მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.
კერძოდ, მეზვრიშვილის თქმით, შორენა შამათავა ნოქალაქევის სკოლის დირექტორი იყო, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ამ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, „ახლა კი გრძელდება ზეწოლა, რათა მან რიგითი მასწავლებლის პოზიციაც დატოვოს”.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიის სიუჟეტს ეხმაურება.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.
ამასთან, უწყების განმარტებით, გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპა
ჩვენ ვიხილეთ დებატები ევროპარლამენტში, რომელიც თავისი არსით ევროპისგან დაცლილი იყო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებენ. მისივე შეფასებით, არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არა აქვთ.
„ევროპარლამენტში გამართული დებატები დაცლილი იყო ევროპისა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – ბ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მო
დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც მან ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვ
საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ.
„ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა [გადადგომა] და მინიმალური პატივისცემის ჟესტი იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც ასე უსამართლოდ დაიღუპნენ“, — განაცხადა კარამანლისმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის დიდი ხნის შეცდომებზე.
„ფაქტია, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა 21-ე საუკუნის სტანდარტებთან შეუთავსებელ მ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამო
დღეიდან, 15 აპრილიდან, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა და 0.70 ლარი ეღირება. ამუშავდა ე.წ. კონტროლირების სისტემაც.
თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრად, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები:
პენსიონერები;
იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;
ომისა და თავდაცვის ძალების
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.
ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა – 777. მაგალითად მათ შორის, A777AC და C777CE. რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევ
ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებული მაღაროელებმა პროტესტის მეშვიდე დღეს, 12 ივნისს გვიან ღამით შიმშილობა დაიწყეს.
ამის მიზეზი, მაღაროელების თქმით, კომპანიის მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გახდა. შიმშილობა 9 მაღაროელმა დაიწყო. შიმშილობის დაწყების შესახებ გვიან ღამით ისაუბრეს მაღაროელებმა “მაუწყებელთან”.
კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მაღაროელებმა გუშინ დღის ბოლომდე მისცეს.
“ეს არ ყოფილა უეცარი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ არ
თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 25 წლის ორსულია.
ამასთან, ადგილობრივების თქმით, ავტომობილს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
„გოგო ახალგაზრდა იყო, ორსული, 25 წლის. მანქანა ჩქარა მოდიოდა”, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
მომხდართან და