თბილისში 45 წლამდე კაცი მოკლეს. როგორ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მამუკა გუგეშაშვილი. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ.
მანამდე პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.
ავტორი - სალომე თორაძე
დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა – დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა – ორგანიზაციამ, რომელიც მანამდე საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო, 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოთა საფეხბურთო კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ყრილობას 490 დელეგატიდან 391 დაესწრო. გუნდების, მწვრთნელების და ფუნქციონერების ნაწილი მომხრე იყო, რომ საბჭოთა ჩეპიონატი ყველა გუნდს დაეტოვებინა თბილისის „დინამოს“ გარდა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლე
კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
პუბლიკა
პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ერთწლიანი რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას, მაგრამ არავინ უნდა აიძულოს უკრაინელები, წავიდნენ არაკომფორტულ კომპრომისებზე.
შოლცმა ასევე დადებითად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და მიმდინარე საერთაშორისო კრიზისის დროს მის ლიდერობაზე.
„ჩემი აზ
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს „პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდა ჩატარებისკენ მოუწოდებს.
2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება.
ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის ჩაშლა სურთ.
პუბლიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს.
მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია.
„რ
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.23 12:27
საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის 9 თვეში 365 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშა
აფხაზური საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს საბოლოოდ გადაეცეს – თვითგამოცხადებული პარლამენტი შესაბამისი დოკუმენტის „რატიფიკაციას” სწორედ ამ დღეს გეგმავს.
მანამდე გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა” წერდა, რომ დოკუმენტი, შესაძლოა, ახალ წლამდე დამტკიცდეს.
ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აფხაზეთში მცხოვრებლები აპროტესტებენ. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით კი, საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების
თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც იგი ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად.
გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძ
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, FSB-ს დირექტორმა ვლადიმიტ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის, 4 ტერორისტის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, ალექსნადრ ბორტნიკოვმა პუტინს შეატყობინა, რომ ის პირები არიან დაკავებულნი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში.
დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.
პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია და ქვეყანა ამჯერად 103-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია როგორც „რთული“.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთი რეიტინგში 162-ე ადგილს იკავებს და აგრძელებს თავის „ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ“. ანგარიშის მიხედვით, რუს
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გუშინ, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, პაველ კოპილკოვი, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოსა და ქართველებს აგინებდა. ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ამ დეტალის გარკვევა შეძლო - უცნობია, კონკრეტულად რა თანხის გადახდა დაეკისრა მას.
სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 7 ნოემბერს გაიმართა - საჯარო ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ამ პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს.
პაველ კოპილკოვი პოლიცია მოქალაქის მიმართვის საფუძველზე "ადმინ
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი-თბილისი -ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შ
უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ამას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონის პროექტი მთავრობამ მოამზადა. მოქმედი კოდექსით დადგენილი ნორმის თანახმად, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ამასთან, იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ საპრეზიდენტო სასახლეში, რის შემდეგაც დელეგაციები გამართავენ მოლაპარაკებებს.
ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის პირველი პირი უცხოეთში ომის პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს ეწვი
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
მედიას ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა.
"ზნამენკას 19-ში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ინტენსიური წვა შეინიშნება მესამე სართულის ფანჯრიდან". – ამბობენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ხანძარს სირთულის ხუთი დონიდან მეორე აქვს მინიჭებულ
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს უკრაინის მიმართ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის.
ზელენსკის თქმით, მაკრონთან უკრაინის მშვიდობის ფორმულისადმი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილა.
ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან და საფრანგეთის პირველმა პირმა მათი პოზიციების კოორდინაცია მოახსენეს და შემდგომ კონ
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
უწყების ინფომაციით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
„მოგეხსენებათ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 29 მაისს, გამთენიისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მასშტაბური საჰაერო შეტევა მოიგერიეს და 67 სამიზნის ჩამოგდება შეძლეს.
უკრაინელი გენერლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე კი რუსეთმა ირანული წარმოების 35 საბრძოლო დრონი გამოიყენა.
კიევის მერიის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დი
"ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze" | წერს შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზეც, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამო
მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ნაცვლად პროგნოზებისა, რა იქნება, თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, მმართველმა პარტიამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. უსუფაშვილი ამბობს, რომ ბორელი ერთი კვირის წინ კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა ხელისუფლებას.
„მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩ