Jump to content
Planeta.Ge

დავით უსუფაშვილი: მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ


მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესს შეიძლება ძალიან ბევრი წლით ჩამოვრჩეთ, - ამის შესახებლელოსდეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად პროგნოზებისა, რა იქნება, თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, მმართველმა პარტიამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. უსუფაშვილი ამბობს, რომ ბორელი ერთი კვირის წინ კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა ხელისუფლებას.

მმართველი პარტიის არასწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ ევროინტეგრაციის პროცესებს, სხვებმა გაცილებით უკეთესი პირობები მიიღონ და ჩვენ ჩამოვრჩეთ ძალიან ბევრი წლით და შესაძლოა, ათწლეულით. მმართველ პარტიას მიეცა ბოლო შანსი, ბორელი მათ აქ, ამ ოთახში ერთი კვირის წინ ძალიან კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობდა, რომ დარჩენილ დროში გადაიდგას სწორი ნაბიჯები და ჩვენ მივიღოთ სტატუსი. იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა მოხდება თუ ვერ მივიღეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ. მაგალითისთვის, ანტიკორუფციული მიმართულებით ბორელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა კონკრეტულად ჩამოთვალეს, რა ტიპის რეფორმას და კანონს ელოდნენ და რა მივიღეთ და რატომ არ ჩაითვალა ის შესრულებულად. იმ ტიპის კანონი, რასაც ევროპა ელოდა და საქართველოს სჭირდებალელოსინიცირებული აქვს უკვე წელიწადზე მეტია. დღეს ახლა ბიუროზე რა იქნება იცით?! - იმ კანონპროექტის კომიტეტში განხილვის კიდევ ექვსი თვით გადავადება. ამ ნაბიჯებით ხდება არასწორი პოლიტიკის შექმნა, რომელმაც ქვეყანა შეიძლება კიდევ ერთხელ დააზარალოს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...