Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.169

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გუდაური –კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ნეტგაზეთი

საჯარო სამსახურებში მუშაობა 8 იანვრიდან განახლდება

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის[პარასკევის] ჩათვლით დღეები განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხე

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს 25 დეკემბერს გამართული ბრიფინგის საშუალებით მიმართა. ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი მოითხოვს, უწყებამ შეისწავლოს ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და დაადგინოს, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და წარიმართა პოსტოპერაციული მკურნალობა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. „დოკუმენტებითაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 12 მარტს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც იგი ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად. გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს. სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძ

ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა

ტელეგრამ არხ „Абхазский Портал-ის“ ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ავტოკოლონის მანქანა ავარიაში მოყვა. შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა. ტელეგრამ არხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე ორივე ზოლი თავისუფალი იყო, პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა გზატკეცილზე მყოფ ერთადერთ ავტომობილს შესჯახებოდა. პრეზიდენტის ავტოკოლონამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, ხოლო დაზიანებული მანქანა მინისტრთა კაბინეტის შენობ

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ილია შაკალოვმა განაცხადა, სიახლე ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი და მისი საშუალებით რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩასვლასაც შეძლებენ. მანამდე კი, საზღვაო ტაქსის გაშვება 2024 წლიდან სოჭსა და ნოვოროსიისკს შორის იგეგმება. შაკალოვის თქმით, წინასწარი საპროექტო დოკუმენ

გომელაური ახალ ვერტმფრენზე: ღამე ვერც ეს იფრენს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ღამით ფრენას ვერც ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 შეძლებს. სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი შსს-ს 12 მარტს გადაეცა. ის ჯერ ქვეყანაში ჩამოსული არ არის. გომელაურის თქმით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. კითხვაზე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 2023 წლის აგვისტოში, შოვში ადამიანების გადარჩენა, H 145 საქართველოში რომ, ყოფილიყო, შს მინისტრი ამბობს, რომ არა. „ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, იქ ყველას გადავარჩენდი

კავკასიონის მყინვარები დნება - საქართველო მზად არ არის

ფოტოზე: მყინვარწვერის იალაღები © სოფო ძიგუა / „კაქტუსი“; შოვის სტიქია © „საქართველოს ამბები“ „მიუხედავად იმისა, რომ კავკასიონის მყინვარები დნება და შარშან საქართველოში, შოვში, მრავალკომპონენტიანი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, დღემდე საქართველოს მყინვარები არ არის საკმარისად შესწავლილი და ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ ერთი მყინვარის ხეობაშია დამონტაჟებული. ონის მერიას, სადაც ერთი წლის წინ, მყინვარული ღვარცოფი ჩამოვიდა, ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარ

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა მიმართვაში. პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებ

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით კვლავ შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მ

ნაძალადევში კაცი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება - შსს

თბილისში 45 წლამდე კაცი მოკლეს. როგორ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მამუკა გუგეშაშვილი. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება. ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ. მანამდე პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.   ავტორი - სალომე თორაძე

2 წლის შვილის ცემისთვის კახეთში მშობელი დააკავეს - შსს

კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. პუბლიკა

ოლაფ შოლცი - პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი

პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ერთწლიანი რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას, მაგრამ არავინ უნდა აიძულოს უკრაინელები, წავიდნენ არაკომფორტულ კომპრომისებზე. შოლცმა ასევე დადებითად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და მიმდინარე საერთაშორისო კრიზისის დროს მის ლიდერობაზე. „ჩემი აზ

დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს „პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდა ჩატარებისკენ მოუწოდებს. 2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ. პუბლიკა

ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დი

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული - 365 მლნ ლარის ხელფასები გასცა

შოთა ტყეშელაშვილი 02.11.23 12:27     საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის 9 თვეში 365 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშა

ძალადობასა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული კაბუ ახალციხის მერიის კონცერტზე იმღერებს

მსახიობი და რეპერi კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელსაც სისხლის სამართლის სამი სხვადასხვა მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ახალციხის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე იმღერებს. ეს ინფორმაცია თავად ახალციხის მერიამ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. “ნეტგაზეთი” ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცის თუ არა მან, რომ კაბუ ბრალდებულია და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მიწვევა ამ ბრალდებების მიუხედავად. “უაზრო კითხვებია, პატივცემულო. ადამიანს

კრემლი: დაკავებულია 11, მათ შორის, 4 ტერორისტი

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, FSB-ს დირექტორმა ვლადიმიტ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის, 4 ტერორისტის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, ალექსნადრ ბორტნიკოვმა პუტინს შეატყობინა, რომ ის პირები არიან დაკავებულნი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში. დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო. პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS

RSF: საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია და ქვეყანა ამჯერად 103-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია როგორც „რთული“. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი რეიტინგში 162-ე ადგილს იკავებს და აგრძელებს თავის „ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ“. ანგარიშის მიხედვით, რუს

EU-ის წარმომადგენლობა: EU სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გუშინ, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შ

სასამართლომ ჯარიმით გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, პაველ კოპილკოვი, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოსა და ქართველებს აგინებდა. ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ამ დეტალის გარკვევა შეძლო - უცნობია, კონკრეტულად რა თანხის გადახდა დაეკისრა მას. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 7 ნოემბერს გაიმართა - საჯარო ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ამ პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს. პაველ კოპილკოვი პოლიცია მოქალაქის მიმართვის საფუძველზე "ადმინ

ლატვიის მიერ ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ტელეარხი მაუწყებლობას ვერც ლიეტუვაში შეძლებს

ლატვიის მიერ რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ტელეარხი მაუწყებლობას ვერც ლიეტუვაში შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ გაავრცელა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ლატვიის ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნული საბჭოს მიერ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დღეს ღამით ამოქმედდება. ლატვიის მიერ გაცემული ლიცენზია აძლევდა უფლებას „დოჟდს“, კონტენტი გაევრცელებინა ევროკავშირში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქ
×
×
  • შექმენი...