Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.323

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აქ ჯაშუში ცხოვრობს - ქუთაისში აქტივისტის სახლის ჭიშკარზე წარწერა დატოვეს

სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის სახლის ჭიშკარსა და ტროტუარზე 9 მარტს გაჩნდა წარწერები, რომლითაც ის "დავალების შემსრულებელ ნაც ჯაშუშად" არის მიჩნეული. წითელი საღებავით გაკეთებულ "იარლიყს" თავად აქტივისტი თავის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს - აკაკი საღინაძე იყო 7 და 8 მარტის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისში. ამ აქციებზე მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი

კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში. „სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე

რატომ არის Azimuth Airlines სანქცირებული უკრაინაში და რა ეღირება მოსკოვი-თბილისის ბილეთი

რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines უკრაინაში სანქცირებული კომპანიების სიაში 2022 წლის 19 ოქტომბრიდან არის. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერილ პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული: „აზიმუთის“ აპლიკაციაზე უკვე იძებნება თბილისის რეისი ბილეთები. 19 მაისის რეისზე ერთი გზის ბილეთის ფასი 487 ლარიდან იწყება და 1800 ლარამდე მერყეობს. ფასი ხელბარგის წონის მიხედვით იცვლება. დღეს, 15 მა

„სიურპრიზად გავიგე ახლახან“ - „პალიტრანიუსზე“ პოლიტიკური გადაცემა დახურეს

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ნიუსრუმი“ დაიხურა – ინფორმაციას გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ „სიურპრიზად, ახლახან“ გაიფო. „პუბლიკა“ ცდილობს, „პალიტრა მედიასთან“ დააზუსტოს, რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი. მედიაჰოლდინგის პასხუს მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ. „პუბლიკა“ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ დირექტორს, ლევან ტაბატაძეს ესაუბრა. მისი თქმით, გადაცემა „ნიუსრუმის“ დახურვა „ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილებაა“.

რუსული ავიაკომპანია RedWings-ის ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე ქვეყანადაა მითითებული

რუსულ ავიაკომპანია RedWings-ის საიტზე მიმართულებების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე ქვეყანად არის მითითებული. საქართველო ამ ჩამონათვალში არ არის. RedWings-მა რამდენიმე კვირის წინ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უფლება მოიპოვა. საიტზე აფხაზეთის რამდენიმე ქალაქია მითითებული, მათ შორის, გაგრა, გუდაუთა და სხვები. თუმცა, მიუხედავად მითითებისა, ბილეთების ყიდვა შეუძლებელია როგორც აფხაზეთში, ასევე აფხაზეთიდან. სქრინშოტი Redwings-ის საიტიდან. სქრინშოტი RedWings-ის საიტიდან.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. "ჩვენ არა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შსს-ს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს მოუწოდებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის,

ბერდია სიჭინავა - „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე (ვიდეო)

რატომ ვთქვით ამ ეტაპზე უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე. ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  368211457_1369955350256182_2394799288400054037_n.mp4

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალები რუსებს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

ისრაელის საჰაერო ძალები - ღაზაში ღამით 500-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები გამანადგურებელმა თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა. განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის“ შვიდი სამეთაურო ცენტრი „ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო ცენტრი. შეგახსენებთ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა. იპ

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი„მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის“ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა. სალომე ზყრაბიშვილის თქმით, ნონა გაფრინდაშვილი არის „ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხ

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა. დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო. გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატ

სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ - გამოხმაურებები

მას შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბია და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რუსული კანონის წინააღმდეგ არაერთმა სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი მამარდაშვილის. ასევე, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია. გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს: მერაბ დვალიშვილი „მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს ტოვებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა ს

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს

ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გად

სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა. „დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 90

FDA-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) სისხლის შედედების იშვიათი დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომლის ფასიც საკმაოდ სოლიდურია. მსგავსი: ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა... მისი ერთი დოზის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ წამალს. ერთი შეხედვით, ფასი წარმოუდგენლად მაღალია, მაგრამ როგორც წამლის ფასთან მიმართებაში ეფექტიანობის უახლესი ანალიზი მიუთითებს, ფასი შედარებით

გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია

81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს. ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყ

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. სირიის მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი. კიდევ ასობით დაშავდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლატაკიიდან დამასკომდე. მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთში ბოლო ცნობებით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებ

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა. 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამ

გრიბოედოვის სახელობის თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 ქვეყნის რუსული თეატრები 2023 წელს რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. თეატრების ჩამონათვალში თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიცაა. ამის შესახებ TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის ალა მანილოვამ ისაუბრა. მანილოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსული თეატრების ფინანსური მხარდაჭერა ორი მიმართულებით ხორციელდება: უახლესი თეატრ

ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა. უწყების განმარტებით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში,

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვშია

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი. „პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ
×
×
  • შექმენი...