Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.582
  • comments
    0
  • views
    768.007

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„არავის აქვს ევროპული ოცნების მოპარვის უფლება, სოლიდარობა ქართველ ხალხს“ – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერ

„არავინ იცის როდის ჩაწყდება“ - საფრთხის შემცველი ლიფტები ქალაქში

ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია. თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უ

„არა ცენზურას“ - კინემატოგრაფისტები 12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გეგმავენ

„არა ცენზურა! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ – კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს მიმდებარედ, იუსტიციის სახლის ხიდიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს. „მესამე კვირაა ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას, მაგრამ მათთვის უხილავები ვართ, აბოსოლუტური იიგნორია ჩვენ მიმართ და იქნებ ახლა მაინც დაინახონ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კინო უნდა იყოს დამოუკიდებელი, “- ამბობს რეჟისორი და „დოკას“ დამფუძნებელი მარიამ ჭაჭია. კინემატოგრაფისტები 12 ივლისს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ. რა ხდ

„არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!" - ქალების საპროტესტო მარში თბილისში

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. „არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!” – ამ შეძახილებით ისინი წელს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ. ქალები ამბობენ, რომ დღეს მათი უფლებები საფრთხეშია. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქალების მარში დღეს იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს და

„არა ბავშვთა ნიშნობასა და ქორწინებას!“ — აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

ქალთა უფლებადამცველმა ფემინისტურმა ორგანიზაცია „საფარმა“ და „ქალთა მოძრაობამ“ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის წინააღმდეგ. „საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“, — აცხადებენ ორგანიზატორები. აქცია ბავშვთა

„არ მინდა და არ გპასუხობთ“ - გორის მერი რუსეთში სავარაუდო ვიზიტზე

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთში თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს. „სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. სხვა კითხვებზე გადავიდეთ, მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე. არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ. თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს. პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდ

„არ მითხრათ, რომ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა“, - „სიკეთის რევოლუცია“ მუშაობას წყვეტს

ფონდი „სიკეთის რევოლუციის“ განცხადებით, რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტენ. ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ ემსახურება ოჯახების დახმარებას საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებლო ნივთებით. ფონდი 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე ოჯახს დაეხმარა.

„არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი, პრობლემა გვაქვს მთავრობის კურსთან“ – კუპმანი

ევროკავშირის გაფართოებისა და მოლაპარაკებების დეპარტამენტის დირექტორი, ჰერტ იან კუპმანი აცხადებს, რომ ევროკავშირს არ მიუტოვებია ქართველი ხალხი, მაგრამ აქვს პრობლემები საქართველოს საქართველოს მთავრობის კურსთან. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია „დე ფაქტო შეჩერებულია“, ხოლო სიტუაციის შემობრუნებისთვის უმნიშვნელოვანესი რუსული კანონის გაწვევაა. „ჩვენ ვამაყობდით, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ უცხოეთის აგენტების კანონის და სხვა მოვლენების ფონზე, საქართველომ

„არ იყო მარტივი დისკუსია“ - ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, არ ყოფილა მარტივი დისკუსია შეხვედრაზე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ. მისი თქმით, ევროკავშრის წარმომადგენლობა საქ

„არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და პარლამენტს ლეგიტიმურად" - სტუდენტების მანიფესტი

საქართველოში მოქმედი 13 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ ცნობენ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას. ამ მანიფესტს ხელს აწერენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებისა: ილიას უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აგრარული უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივ

„არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას“ – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც შედეგებს აპროტესტებენ. „თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.   ნეტგაზეთი

„არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას“ – ბჟანია ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“ და არ არსებობს გადაუჭრელი პუნქტები. „შეთანხმებების შესახებ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ეს ასეა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას, არ მიგვაჩნია საჭიროდ. ზოგიერთს ეს არ გაუხარდა. ხალხი ეძებს თემებს, რომ შეარყიოს სიტუაცია ჩვენ

„არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს“ - სათემო ორგანიზაციები ქვემო ქართლის მაჟორიტარებს

ქვემო ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს – გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს წერილით მიმართავენ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: განცხადებას ხელს აწერენ: ოლნისის ქალთა სათემო რადიო WW – მარიკო წიქორიძე ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge – მანონ ბოკუჩავა სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – ინგა პაიჭაძე პროფესიო

„არ დავუშვათ ამ კანონის მიღება“ - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლების განცხადება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ უკიდურესად შეწუხებულნი არიან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. „მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის

„არ დავდგეთ ცალ ფეხზე" — დიმიტრი გვრიტიშვილის პრეზენტაცია მოსამართლეთა კონფერენციაზე

დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციაზე ე.წ კლანის მოსამართლე დიმიტრო გვრიტიშვილმა „ვეტინგის” საწინააღდეგო პრეზენტაცია ჩაატარა. დიმიტრი გვტირიშვილმა ახსენა ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, რომელიც „მოსამართლეთა კლანს” ეწინააღმდეგება. გვრიტიშვილმა ასევე ისაუბრა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ზოგ შემთვევაში კი მათი „ფეისბუქ-პოსტებიც” წარმოადგინა, რომლებშიც ასევე „კლანი” იყო გაკრიტიკებულ

„არ დაელოდოთ, სანამ პირადად შეგეხებათ - ხელისუფლებას ვქირაობთ ჩვენ, ხალხი“ - რესან ქიქავას მიმართვა ბიზნესს

“რასაც ახლა ამ დემონსტრაციებით ვცდილობთ, არის ის, რომ არ გავფორმდეთ ბანანის რესპუბლიკად” - ამის შესახებ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ამბავს ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმაც გამოიღვიძა. „თუ რამე პოზიტივი შეგვიძლია დავინახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესებიდან, ერთ-ერთი არის გამოღვიძება და მათ შორის ბიზნესის მხრიდანაც. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ბიზნესი ერთ-ერთი დაინტერესებული მ

„არ დაანგრიოთ რესპუბლიკური“ — საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით მიმართვა გავრცელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით, დღეს, 22 მარტს, ფეისბუკზე ღია წერილი გავრცელდა, სადაც კლინიკაში დასაქმებულები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და საავადმყოფოს შენობის ნგრევის დაანონსებაზე განმარტებას ითხოვენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობის დანგრევაზე და ახლის აშენებაზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა პროცესები, რომელიც, მათი შეფასებით, საავადმყოფოს სრულად ფუნქციონირებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკვე დაიხ

„არ გვიშვებენ სახლებში" - რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე

აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ობსერვატორიის ტერიტორიაზე სახლებში შესვლას მოითხოვენ. მათი თქმით, სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ამ პრობლემის წინაშე 22 ოჯახი დგას. მათივე თქმით, სახლში დარჩენის უფლება არ აქვთ. როგორც ობსერვატორიაში ამბობენ, მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ-მკვლევრების ახლ

„არ გამოვრიცხავ, მოლოტოვის კოქტეილით ვიხილოთ თბილისში“ — კალაძე ვიოლა ფონ კრამონზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“. „ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო. მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა… იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს…“ — თქვა კალაძემ „იმედის“ ეთერში. წამყვანებმა მას შეახსენეს ვიოლ

„აპირებს გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ევროპული სტატუსის დაცვა“ – პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდა

დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო. მათივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრეზიდენტს საკუთარი ხედვა აქვს, რომელსაც მომავალ დღეებში თავად გააცნობს საზოგადოებას. „ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნების“ მუქარები და ბრალდებები. ის აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბ

„ანგარიში არის ძალიან კრიტიკული, ისეთი, როგორიც არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებით არასდროს“ - ქურდოვანიძე

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. „ფორმულას“ ეთერში ანგარიშის ძირითადი დასკვნების შესახებ ისაუბრა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქაურდოვანიძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანგარიშის სულისკვეთება მიანიშნებს, რომ „არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“ სიმართ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ანაკლიის პროექტის შესახებ მთავრობის გეგმას წარმატება არ უწერია - არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ გასცემს სესხს მსგავს პროექტში, თუ მას უმრავლესობით სახელმწიფო აკონტროლებს - ეს აბსურდია

პრემიერ-მინისტრის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ სამომავლო გეგმას წარმატება არ უწერია - ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ანაკლიის პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვი

„ამჯერად მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო" | სასამართლო ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. „ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – განაცხადა მან. ის დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე –

„ამოცნობა არ შემიძლია" - რას (ვერ) ამბობს მოწმე პოლიციელი | ლაზარეს პროცესი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოჰკითხეს. მათ შორის, პოლიციელი, რომლის მანქანის დაწვასაც ედავება პროკურატურა გრიგორიადისს. როგორც მოწმე გიორგი მაისურაძე თავად ამბობს 8-9 მარტს აქციაზე მართლწესრიგს და უსაფრთხოებას იცავდა. ის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილეა. რა თქვა ბრალდების მოწმემ?  ბრალდების მოწმეს დღეს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ პირი, რომელიც მის

„ამით არავინ არ დარჩება მოგებული“ – ბიზნეს ასოციაციები რუსულ კანონზე

დღეს, 10 მაისს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და იმ ზიანზე ისაუბრეს, რასაც კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს. როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს. „ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას… არავინ არ დარჩება მოგებული… კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ სა
×
×
  • შექმენი...