Jump to content
Planeta.Ge

„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებელი - ჩვენი ინტერესია, სიმართლე დადგინდეს, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დოკუმენტები არ გაყალბებულა


„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლის, კობა ხარშილაძის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკში მომხდარზე სიმართლე დადგინდეს.

ხარშილაძის თქმით, არანაირი დოკუმენტი არ გაყალბებულა.

„ჩვენი ინტერესია, დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. გამოძიება მიმდინარეობს და იტყვის თავის სიტყვას. დოკუმენტები რა თქმა უნდა არ გაყალბებულა. ვინც ამ საქმესთან ოდნავ შემხებლობაშია, იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელი იყო. მინდა, სიმართლე დადგინდეს. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ეს შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ამის თქმა შემიძლია“, – განაცხადა ხარშილაძემ.

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი 18 ოქტომბერს დააკავა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...