რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.
ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დასკვნით სხდომაზე გავრცელდა.
„ვგმობთ რუსეთის 2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო გზით ოკუპაციის გამო. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში სამხედრ
უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
„ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის, სადაც, მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები.
ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, უკრაინის ყოფილმა ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლუდმილა დენისოვამ და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა „უსაფუძვლოდ დ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში დათვის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მათ „პუბლიკას” განუცხადეს.
მოქალაქე ნიკა გუგეშაშვილი facebook-ზე წერს, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს გადააწყდა.
მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარად არის შეფასებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: ნადირობა […]
აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი, „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა.
„სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“ პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია.
„ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში „ბი-21“-ის აღმოჩენა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვ
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფო
ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც, სამწუხაროდ, შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, – უკრაინამდე იყო საქართველო და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების უფრო ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა, არ ყოფილიყო 2014 წელს ყირიმი და არ ყოფილიყო ახლა ის ომი, რომელსაც მთელ უკრაინაში ვხედავთ. როგორია თქვენი პოზიცია? –
აშშ და მთელი მსოფლიოს ქვეყნები არასდროს აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა უკანონო ანექსირება რუსეთმა 2014 წელს და ახლა მოახდინა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი მზად არის, ჩაერთოს დიპლომატიაში, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან პოტენციური საუბრით, თუმცა რუსებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ არიან განწყობილი კონსტრუქციული დიალოგისა და კონსტრუქციული დიპლომატიისთვის.
„ჩვენს პარტნიორებთან და
უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა საკმაოდ აქტიური მოძრაობაა უკრაინული მშვიდობის ფორმულის კიდევ ერთ პუნქტზე – სასურსათო უსაფრთხოებაზე.
ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“.
„ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და
ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა, რუსეთთან ურთიერთობისას ევროკავშირის სისუსტეები და სტრატეგიული შეცდომები.
სანა მარინის განცხადებით, ბლოკმა უნდა მოუსმინოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვ
ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.
მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავ
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს.
ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნიან და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.
პრემიერისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი.
მათი თქმით, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი სახელმწიფოებს შ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ყველა შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით, დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე.
პარასკევს, 2 დეკემბერს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას ასე უპასუხა:
„ჩემი აზრით, რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას. ა
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.
ყველაზე მეტად რაიონული ცენტრი დაზარალდა, სადაც 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
„დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პან
„კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნა ჯანმო
ტელეკომპანია “დოჟდმა“ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან მას შემდეგ, რაც წინა დღით ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობოს ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.
"დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ „დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩ
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელ ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 ნოემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (20 000 ლარიანი) შეუფარდა, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ
„იმედი მაქვს, ხვალ ვნახავ მასაც და მის თანამებრძოლებსაც... კიევში, პანაშვიდზე. საშინლად მტკივა გული“, - მომწერა უკრაინელმა ჟურნალისტი და მებრძოლმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინაში დაღუპული ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერიას შესახებ. 27 წლის მებრძოლი, 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დაიღუპა.
ალექსეი ჯაბას შესახებ ბევრს არ ლაპარაკობს. იხსენებს მხოლოდ ერთ დეტალს, რომელიც როგორც თავადვე ამბობს, თითქმის დაუჯერებელი ამბავია, ამბავი „ფანტასტიკის სფეროდან“, რომელიც მას და ჯაბას უკრაინა
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის
მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.
„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. სა
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა (პოლონეთი) და ბრნოში (ჩეხეთი).
„თვითონ შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღ
უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას.
„უკრაინა ვერ გადალახავს მიმდინარე წელს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე,“ - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.
მისი თქმით, საერთაშ