Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ოცნების დღევანდელი განცხადება მოქალაქეობის ჩამოართმევასთან დაკავშირებით, ნიშნავს შემდეგს: საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა ჩამოართვან მოქალაქეობა, რომლებიც საქართველოს მტერს ებრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის


ოცნება დიდი ხანია საზოგადოებას აჩვევს კანონის სათავისოდ განმარტებას. უფრო მეტიც, როცა კანონში საერთოდ არაფერი წერია, მაშინაც ბედავენ, შავზე თეთრის მტკიცებას. ახლა ამ მეთოდებით გმირებს მიადგნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
 
 
მისივე თქმით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლში მართლაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლის შემთხვევაში, მაგრამ კანონი არაფერს ამბობს რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ შენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ იბრძვი (და აი ამით სარგებლობს ახლა ოცნება).

"მაგრამ, კანონს სჭირდება გონივრული განმარტება, რასაც ოცნება მიზანმიმართულად არ აკეთებს. ცალსახაა, რომ ტოლობის ნიშანი ვერ იქნება იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლას, რომელიც საქართველოს მტერია და იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლას შორის, რომელიც საქართველოს მტრის წინააღმდეგ იბრძვის, მითუმეტეს, როცა საქართველოს მოქალაქის მხრიდან ამ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა საქართველოს მტრის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს ემსახურება. ეს შესანიშნავად იცის კობახიძემ და ამიტომ წავიდა მტრის განმარტების წიაღსვლებში (ხვალ იტყვი, რომ მტრის წინააღმდეგ არ იბრძვიან, რომ კანონი მარტივად გამოიყენონ).
ოცნების დღევანდელი განცხადება მოქალაქეობის ჩამოართმევასთან დაკავშირებით პოლიტიკურად რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს შემდეგს: საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა ჩამოართვან მოქალაქეობა, რომლებიც საქართველოს მტერს ებრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამაში ფულად ანაზღაურებას ვინ იღებს და ვინ არა. ფულადი ანაზღაურება გმირობას ვერ აკნინებს, მითუმეტეს როცა სიცოცხლეს დებ სასწორზე. კობახიძე ვერანაირი ფულის სანაცვლოდ ვერ იბრძოლებდა. ჩვეულებრივი მუქარაა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...