Jump to content
Planeta.Ge

მედიის ცნობით, პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა


პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს.

როგორც მედია იუწყება, ამავე საქმეზე საერთო ჯამში, დაკავებულია 23 ადამიანი, მათ შორის საქართველის ორი მოქალაქე, რვა პოლონელი, ცხრა უკრაინელი, ორი ტუნისელი, ერაყელი და ბელარუსი. 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია ატარებს.

ამასთან, „ევროპოლი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის ჯამში, 61 ადამიანია დაკავებული. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შორისაც იყვნენ ძირითადად სირიისა და თურქეთის მოქალაქეები, ერაყიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეები სხვადასხვა უკანონო დერეფნით გადაჰყავდათ. „ევროპოლის“ ცნობით, ბოროტმოქმედები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3 000-დან 15 000-მდე ევროს ითხოვდნენ. საერთო ფულადი ნაკადი 16 მილიონ ევროდ ფასდება.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...