Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.106

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა. დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო. გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატ

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ... - გოგიჩაიშვილი "ოცნებას"

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით.... - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, ლიდერის, მამუკა მდინარაძის განხადებას. გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით, "ოცნება" საარჩევნო კამპანიის ტყუილზე აგებას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ისევ გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებს

შეხვედრა ტყიბულში - გიორგი გახარია (ფოტოები)

შეხვედრა ტყიბულში - პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და მისი გუნდის წევრები ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1019920699591350

პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფეხბურთო ლეგენდის, პელეს, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს. "ინტერპრესნიუსი"

მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა. კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო ს

აქ ჯაშუში ცხოვრობს - ქუთაისში აქტივისტის სახლის ჭიშკარზე წარწერა დატოვეს

სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის სახლის ჭიშკარსა და ტროტუარზე 9 მარტს გაჩნდა წარწერები, რომლითაც ის "დავალების შემსრულებელ ნაც ჯაშუშად" არის მიჩნეული. წითელი საღებავით გაკეთებულ "იარლიყს" თავად აქტივისტი თავის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს - აკაკი საღინაძე იყო 7 და 8 მარტის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისში. ამ აქციებზე მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი

კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში. „სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე

რატომ არის Azimuth Airlines სანქცირებული უკრაინაში და რა ეღირება მოსკოვი-თბილისის ბილეთი

რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines უკრაინაში სანქცირებული კომპანიების სიაში 2022 წლის 19 ოქტომბრიდან არის. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერილ პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული: „აზიმუთის“ აპლიკაციაზე უკვე იძებნება თბილისის რეისი ბილეთები. 19 მაისის რეისზე ერთი გზის ბილეთის ფასი 487 ლარიდან იწყება და 1800 ლარამდე მერყეობს. ფასი ხელბარგის წონის მიხედვით იცვლება. დღეს, 15 მა

ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა. უწყების განმარტებით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში,

უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. "ჩვენ არა

ბერდია სიჭინავა - „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე (ვიდეო)

რატომ ვთქვით ამ ეტაპზე უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე. ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  368211457_1369955350256182_2394799288400054037_n.mp4

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალები რუსებს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

ისრაელის საჰაერო ძალები - ღაზაში ღამით 500-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები გამანადგურებელმა თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა. განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის“ შვიდი სამეთაურო ცენტრი „ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო ცენტრი. შეგახსენებთ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა. იპ

სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ - გამოხმაურებები

მას შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბია და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რუსული კანონის წინააღმდეგ არაერთმა სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი მამარდაშვილის. ასევე, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია. გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს: მერაბ დვალიშვილი „მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს ტოვებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა ს

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველ

სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ეს დიქტატურაა

როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები - რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, სალომე ზურ

თეონა აქუბარდია - "ქართული ოცნების" მმართველობის ისტორიაში "ჩორჩანა" არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საგუშაგოს ჩადგმით შეჩერდა მცოცავი ოკუპაცია სამხედრო ესკალაციის გარეშე

"ქართული ოცნების" მმართველობის ისტორიაში "ჩორჩანა" არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საგუშაგოს ჩადგმით შეჩერდა მცოცავი ოკუპაცია სამხედრო ესკალაციის გარეშე. თეონა აქუბარდია სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/ax3lj-biJw8

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს

ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გად

გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია

81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს. ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყ

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. სირიის მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი. კიდევ ასობით დაშავდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლატაკიიდან დამასკომდე. მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთში ბოლო ცნობებით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სოფელ გომში იყო. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 (ML) მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ მათ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ФСБ-ის მტკიცებით, გერკოვიჩი რუსული სამხედრო თავდაცვის კომპლექსის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. უწყებას არ დაუსახელებია კომპლექსის სახელწოდება ან ადგილმდებარეობა, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ეკატერინბურგში დააკავეს. ФСБ-ს არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია. The Wall Street Journal-ის განცხად
×
×
  • შექმენი...