Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.867
  • comments
    0
  • views
    721.466

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მას ტერიტორია არ დაუტოვებია და პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა. თვითმხილველების განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესებ

გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, სიტყვის გატეხის ცუდი გამოცდილება გვაქვს

საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები ვიყავით საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგაც და „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების ცუდი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კითხვის საპასუხოდ განცხადა. მისივე თქმით, სურს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოისმინოს, რა არგუმენტი აქვთ მათ. ბოკერიას გან

უკრაინის რადაში ვადიმ რაბინოვიჩისთვის და იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ

უკრაინის რადაში სახალხო დეპუტატისთვის, ვადიმ რაბინოვიჩისთვის და „ხალხის მსახურის“ წევრი დეპუტატისთვის, იგორ ვასილკოვსკისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ. შესაბამისი ინიციატივა უმაღლეს რადას რეგლამენტის, სადეპუტატო ეთიკისა და პარლამენტის მუშაობის ორგანიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი კალჩენკომ წარუდგინა. შესაბამისი დადგენილებების პროექტები უკვე რეგისტრირებულია. ორივე დოკუმენტის თანახმად, დეპუტატის მანდატის შეწყვეტის მიზეზად რაბინოვიჩისა და ვას

საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, დიდ დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო

საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. „მიღებულია გადაწყვეტილება, ვი

ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია

ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ. „კითხვა მაწუხებს, რას ნიშნავს, საქართველოშ

ვატო სურგულაძე - რესპუბლიკური საავადმყოფოდან უნდა დაიწყონ შიდა ინფექციების კონტროლი, რომელიც პირველ რიგში არის დასახური - ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა!

ახლა, ამ პერიოდში კლინიკების დახურვა არ შეიძლება! - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვატო სურგულაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც კლინიკებში შიდა ინფექციების კონტროლზე ისაუბრა. სურგულაძის თქმით, მაშინ, როდესაც სეზონური ვირუსების პერიოდი იწყება, ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა. როგორც ის აღნიშნავს, შიდა ინფექციების პრობლემა ბევრ კლინიკაშია, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. "რესპუბლიკური საავადმყოფოდან უნდა დაიწყონ შიდა ინფექციების კო

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა. „პაციენტი შემოიყვანეს წუხელ, ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდ

კელი დეგნანი - პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის

ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. „თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზო

ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უპასუხებს, თუ რუსეთი კომერციულ სატელიტებს დაარტყამს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს ნებისმიერ ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მათ შორის სატელიტებზეც. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მან არ დააკონკრეტა როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ცდილობს ანტისატელიტური ტექნოლოგიების დაუფლებას. ცნობისთვის, აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა აღნიშნა, რომ რუ

ნინო ლომჯარია - მურუსიძე-გვრიტიშვილი დაბრუნდნენ იუსტიციის საბჭოში, რადგან პარლამენტი 5 არამოსამართლე წევრის დასანიშნად ემზადება - ეს ერთგვარი დესანტის გადასხმასავით იყო, გააძლიერეს თავდაცვის მექანიზმები და შესაძლოა გადავიდნენ თავდასხმაზე

მურუსიძე და გვრიტიშვილი დაბრუნდნენ სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში იმიტომ, რომ პარლამენტი ემზადება 5 ახალი არამოსამართლე წევრის დასანიშნად - ეს ერთგვარი „დესანტის“ გადასხმასავით იყო ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად დანიშვნის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდები

ლევან მურუსიძე - გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არასამთავრობოები და მოსამართლეები, მე მივმართე ჩვენს პარტნიორებს, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემი თხოვნის შინაარსს ზუსტად ჩაწვდებიან

ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვისაც მივმართე, მისთვის ყველაფერი გასაგები იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მურუსიძეს ჰკითხეს: „გუშინ განაცხადეთ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ამერიკაში მიდიან, შენობების სანახავად მიდიან და არა რეალურად, საქმისთვის. მესამე სექტორი და თავად მოსამართლ

ესტონეთი ვადამდე ადრე შეწყვეტს რუსეთის ნავთობპროდუქტების იმპორტს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ვადამდელი აკრძალვის შესახებ. აკრძალვა ძალაში შედის 5 დეკემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაწესებული გადამავალი პერიოდის დასრულებამდე, იტყობინება სააგენტო Baltic News Service-ი. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ურმას რეინსალუმ დააზუსტა, რომ 5 დეკემბრიდან სრულად შეწყდება ესტონეთში რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი. ადრე ესტონეთის საგარეო უწყებამ ევროკომისიას გაუგზავნა წინადადება რუსეთისთვის ნა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ხუთი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლ

რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება დაუშვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც უშვებს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების გაწვევას სამხედრო სამსახურში მობილიზაციის ფარგლებში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება დანაშაულები, რომლებიც 5 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს. ახალმიღებული კანონით, კვლ

საჯარო სკოლების 50 130 მოსწავლე სოციალურად დაუცველია - სამინისტროს სტატისტიკა

საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეების 8,8 პროცენტი სოციალურად დაუცველია. ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 21 ოქტომბერს მიაწოდა ლევან ბეჟაშვილს დეპუტატის კითხვის პასუხად. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 2086 სკოლაა, რომლებშიც 571 402 მოსწავლე სწავლობს. მათგან 50 130 სოციალურად დაუცველია. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებიდან

Unesco-მ უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული კულტურის ობიექტები აღნუსხა და მათ სატელიტურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციამ, Unesco-მ, აღნუსხა და აღწერა უკრაინის კულტურის ობიექტები, რომლებიც რუსეთთან ომის შედეგად დაზიანდა. ორგანიზაციამ შექმნა სატელიტური ფოტოების ბაზა, რომელშიც გამოსახულია მათი მდგომარეობა ომამდე და შემდგომ. 26 ოქტომბრისთვის განადგურებული და დაზიანებულია კულტურის 207 ობიექტი. Unesco-მ შექმნა საგანგებო ონლაინ პლატფორმა შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, ჯერ მხოლოდ ექსპერტებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე საჯ

ანრი ოხანაშვილი „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ განცხადებაზე - ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს

ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს, - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “დროას“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“, და “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებს, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე“ შეხვედრას სთავაზობენ. რაც შეეხება ამ სამი პოლიტიკური ორგანიზაციის შესაძლო გაერთიანებას, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, “როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებ

პაველ ჰერჩინსკი - დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის საწამლავი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება

დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის საწამლავი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება და, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელიც მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ კონფერენციის დაესწრო. „მოხარული ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მედია წიგნიერებას შეეხება. მოხარული ვარ, რომ ღონისძიების მხარდამჭერი არის ევროკავში

გიორგი ვაშაძე - 3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით - ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმას

არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა - იმედია, ეს წრე გაფართოვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პროევროპელთა ერთობა მნიშვნელოვანია და კარი ღიაა ყველა პროევროპელისთვის. „პროევროპელთა დიდ ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ მიტაცებუ

ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძე: "ოცნებას" თქვენივე კონტროლირებად არხზე შეხვედრას გთავაზობთ

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", სატელევიზიო ეთერებში შეხვედრასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარვეზების განხილვას სთავაზობენ. "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე, "დროადან" ელენე ხოშტარია და "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან" ზურა ჯაფარიძე მმართველი პარტიის პასუხს ელოდებიან. "მივმართავთ "ქართულ ოცნებას", თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ,

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აფეთქებებს მოაწყობს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები "პათოლოგიური მატყუარები არიან", სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორცი

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას - ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს

ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება - ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ომის გახანგრძლივება, არამედ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე უჭერს მხარს. „მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა დავადასტურო ჩემი დი

ღარიბაშვილი: წარმატებული რეფორმები განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა. "ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებულ

აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ორ მოლდოველ ოლიგარქს, ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორს, კორუფციული ქმედებებთან და მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა. კერძოდ, აშშ-მა დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციულ ქმედებებში. „აშ

ლევან მურუსიძე სოსო გოგაშვილის ბრალდებაზე - ჩემ ცხოვრებაში არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რისიც უნდა მრცხვენოდეს და რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება იყოს

არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება იყოს, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას სოსო გოგაშვილის მხრიდან მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით. „არა არს რა დაფარული, რაცა არა გაცხადდესო, ხომ არის ნათქვამი და ვნახოთ. მე ძალიან მშვიდად ვარ და ძა
×
×
  • შექმენი...