28 ოქტომბრის საღამოს კემეროვოში მდებარე სამხედრო კომისარიატის კარებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს. ამის შესახებ გამოცემას "თქვენს ქალაქში" სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურმა წყარომ აცნობა.
გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზიანებები არ ყოფილა. ხოლო ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
გამოცემის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ მოლოტოვის კოქტეილი შენობას ქალ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის.
კულება ტვიტერით წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად".
კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოები
საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე კიევშია. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კიევის ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაცულია საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებით.
“თათბირი იყო სამხედროებთან, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე-დრონ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტი უკვე მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა.
“ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც, კერძოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ რიში სუნაკი უკრაინაში გამართავს ვიზიტს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს?- ჩვენ უკვ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ნენსი პელოსის ქმარი საავადმყოფოშია მოთავსებული მას მერე, რაც 28 ოქტომბერს, გამთენიისას, მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს.
პელოსის პრესმდივნის, დრიუ ჰემილის თქმით, თავად სპიკერი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდა და თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს. ჰემილი დასძენს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, 82 წლის პოლ პელოსის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის ფონია 8 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები, რომელზეც წარმომად
აშშ-მა სანქციები დააკისრა ირანულ ფონდს, რომელმაც, აშშ-ის თქმით, რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მწერალ სალმან რუშდის მოკვლის სანაცვლოდ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის ქონების კონტროლის ოფისმა (OFAC) 28 ოქტომბერს გამოაცხადა სანქციები, რომლებიც დაუწესდა ირანში განთავსებულ ფონდს "ხორდად-15". OFAC-ი ამ ფონდს ბრალს სდებს მილიონობით დოლარის ჯილდოს დაწესებაში ინდური წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი-ამერიკელი ავტორის, სალმან რუშდის მოკვლისთვის.
რუშდ 12 აგვისტოს მძიმედ დაჭ
პრაღაში მთავრობის გადადგომის და რუსეთთან გაზის მიწოდებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დემონსტრაცია, რომელიც უკვე მესამედ იმართება, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები, რადიკალური ჯგუფებისა და კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.
აქციის ორგანიზებული ჯგუფი „ჩეხეთის რესპუბლიკა უპირველეს ყოვლისა“ ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას და ჩეხეთის სამხედრო ნეი
ტაშკენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზოევის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სურვილს, გააძლიეროს უზბეკეთთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების რეგიონთაშორისი თანამშრომლობა.
უზბეკეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა გაზარდონ მათი პოტენციალისა და შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება. მხარეები მიესალმნენ
აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას.
აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული.
თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს,
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი 27 ოქტომბრის გვიან საღამოს შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში 2035 წლიდან გაიყიდება მხოლოდ ის ავტომანქანები, რომლებიც არ გამოყოფენ ე.წ. სათბურის გაზებს.
ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პასკალ კანფენმა, რომელმაც დოკუმენტს უწოდა „ისტორიული გადაწყვეტილება“, თქვა, რომ „ეს სექტორი, რომელზეც მოდის ამჟამად გამონაბოლქვის 16 % ევროპაში, 2050 წლისთვის იქნება ნახშირბადისგან თავისუფალი.“
საერთაშორისო ეკოლოგიურმა ორგანიზაცია „გრინ
გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში ის "დამოუკიდებლად შეამოწმებს" რუსეთის განაცხადს იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში "ბინძური ბომბი" მზადდება.
IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ - აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი 27 ოქტომბერს. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით - დასძენს გროსი.
რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის ასეთი იარაღის გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარ
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს.
„ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“,
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022 საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია.
„აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას უცხოელი ინვესტორებ
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.
მათი თქმით, საუბარია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების მოწყობის ვალდებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა თბილისის მუნიციპალიტეტს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავ
საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებ
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციია დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს
კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან. უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41
საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას განცხადებას.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებაზე "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის შეფასებას, რომელმაც გიორგი გახარიას ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ ვირთხა გარკვეული თვისებებით ხასიათდება.
მისივე თქმით, ყოფილი პრემი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერს სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ, - ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, შეხვედრა რუსეთის ინიციატივით გაიმართება.
კრემლში აცხადებენ, რომ მხარეები განიხილავენ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზაციის პროცესს, სამ
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.
”ეჭვგარეშეა, ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა მშვიდობისკენ შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაისახება მხარეების მიერ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცნობილი ერთობლივი განცხადებების ყველა დებულებ
ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც ლაიენმა აღნიშნა, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.
„როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა უკვე წარმატებით პასუხობს საჰაერო საფრთხეს და მოკავშირეების დახმარება თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
"ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ვაწვდით, დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა აქტიურდებიან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა უკრაი
გიორგი გახარიას “ტვიტმა“ დიდი შეშფოთება და ფორიაქი გამოიწვია როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციურ პარტიებში - ჰქონიათ მათ საერთო, ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, როდესაც გიორგი გახარია ელანდებათ ხოლმე! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის“ დუპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
კითხვაზე, ახლა რატომ აღმოაჩინა გახარიამ რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ბუჩუკურმა განმარტა, რომ მაშინ როდესაც გიორგი გახარიას ოფიციალური თანამდებობა ეკავა, ბიძინა ივანიშვილს ფორმალური თანამდებობა ჰქონდა და
საქართველოდან თურქეთში შესულ მამაკაცს მებაჟეებმა ჩხრეკისას პატარა ხის ყუთებში ჩასმული 1100 ფუტკარი აღმოუჩინეს, რომელიც სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული.
თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, თუმცა საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა საეჭვო საქციელის გამო გააჩერეს და სვიტერის ქვეშ დიდი რაოდენობით ყუთები აღმოუჩინეს, რომლებშიც 110 ფუტკარი იყო - თითოში ერთი დედა დ
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ფიქრობს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობისთვის, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს [მეზობლებს] ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი/წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უფ
უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთი დამატებით ძალებს გზავნის მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, იმ ფონზე, როცა ორივე მხარე ემზადება, შესაძლოა, გადამწყვეტი ბრძოლისთვის უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონისთვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა ახლახან მობილიზებული 1000-მდე სამხედრო გაგზავნა, რათა შეივსოს დანაკლისი, რომელიც გააჩინა ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევით გამოწვეულმა დანაკარგებმა.
"იმისთვის, რომ სამხედროებში პანიკა აირიდოს