საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება.
ამ დროისთვის საია-ს საჩივრები უკვე განიხილა 72-მა საოლქო კომისიამ. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს.
საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა.
7 - 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
„თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.
დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალად
7 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატებს გამართავს და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში ნაწილობრივ არის აღიარებული — ზამთრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობ
თბილისში გამართულ აქციებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ იქ მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არაპროპორციულია დემონსტრანტების რაოდენობასთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” (HRC) მოამზადა.
ორგანიზაციის მონიტორები, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, 10 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ.
ავტორთა თქმით, არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით – იმდენად ნ
„250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 23 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება ედავება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას.
როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულე
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგოს აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
საქმეზე ჩატარებული საგამ
500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან – რეჟისორები, მსახიობები, თეატრის თანამშრომლები, მუსიკოსები, მწერლები, აკადემიკოსები, პერფორმერები და კულტურის სხვა მუშაკები სხვადასხვა სფეროდან – სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მიმდინარე სასტიკი მოვლენების დროს.
განცხადებაში წერია:
განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება აქ.
ხელმომწერთა სია ნახეთ აქ
პუბლიკა
რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა და კიევს რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩაუყვანა, ჯილდოდ 500 000 დოლარს მიიღებს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვს მიბაძონ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული.
კუზმინოვის და მისი პილოტ
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 12 იანვარს განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შსს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
განცხადების ხელმომწერები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავ
მაშველებმა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის, ხანდაზმული ქალის ცხედარი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ „ეს არის დედაქალაქზე რუსეთის ბარბაროსული შეტევის მეხუთე მსხვერპლი“.
რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კიევის შევჩენკოს რაიონზე შეტევა მიიტანეს გუშინ, 17 ოქტომბერს. დღის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 4 ადამიანი
საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
შესაბამისად, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცებ
5 წლის ელენე ხერგიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მისი დიაგნოზია ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვლიანება, რაც თავის ტვინს ხელს უშლის განვითარებაში, იწვევს მის დაზიანებას, რამაც გამოიწვია პატარა ელენეს ჯანმრთელობის დარღვევა, დაუქვეითდა მხედველობა, ყურთასმენა და ყოველივე ეს აისახა ბავშვის მეტყველებაზე.
ელენეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მსგავსი ოპერაციები საქართველოში არ კეთდება. აუცილებელია, მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდეს თურქეთის
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ავტორებს უთხრა, რომ ამ დოკუმენტების განმარტებითი ბარათები არსებით ტყუილებს შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მან ასევე თქვა, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტების განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში, როცა ისინი პირველ რიგში ადამიანის უფლებების შემზღუდავია და აღნიშნა, რომ წინა ჯერზე, საგარეო ურთიერთობებისა და უს
5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ხვალ ბიურო განსაზღვრავს.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფო უწყების საქმიანობის ამსახველი ანგარიშის მოსმენა იგეგმება - მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. ასევე მოუსმენენ ომბუდსმენს.
საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა შოვის სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედია იქნება, რაზეც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში ინიცირებულია
2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. 16 ადამიანი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. მათი სახელით სარჩელი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა.
"დღევანდელი მოცემულობი
5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება.
კერძოდ, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან;
19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან;
19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“;
19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე;
19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
“6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას 5 და 6 ივნისს წერილებით მიმართეს, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ისინი განცხადებების შინაარსს ასაჯაროებენ და მისგან პასუხს მოითხოვენ:
„1. როდის დაარეგისტრირებთ მედიკამენტ ვოზორიტიდი (Voxzogo) საქართველოში. პრეპარატს აქვს FDA და EMA ლიცენზიები, რათა არ შეფერხდეს მისი ქვეყანაში შემოტანა და ჩვენი შვილებისთვის მკურნალობის დაწყება?
2. რა სახის სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ აქონ
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას და მოწყალების სახით, თქვენგან ფულის ჩუქებას ითხოვს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ადამიანები, ვინც ამ გზით საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც შეაგროვა. ერთ- ერთ მათგანს, ლონდონში მცხოვრებ საიმონ რაითს მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა კიდეც, რადგან მან ძალიან დიდი თანხის დაგროვება შეძლო.
წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც “მათხოვრობით“ ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა:
უილ ანდერსონი
“49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფინანსდება ისეთი დაავადება, რომელიც პროგრამით განსაზღვრული არ არის” – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები:
პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები;
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ორი ახალგაზრდა, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.
ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა წარმოადგინეს.
მათი განცხადებით, პირად თავდებობაზე ხელმომწერთა ს
ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად. ამის შესახებ 4 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, 2024 წლის არჩევნების შეფასება "ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა", რომელიც ორგანიზაციას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ოდესმე დაუწერია.
4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონები მარიამ რეხვიაშვილი, ანასტასია ჭიჭინაძე, კესარია მგელაძე და ანასტასია კირთაძე გახდნენ, ვერცხლის მედლებს მარიამ ცეცხლაძე და სოფია ლიმარი დაეუფლნენ, ბრიჯაოს მედლები კი ემილი გოგოლაძემ და ლუკა კილაძემ მოიპოვეს.
რუსთავი 2