Jump to content
Planeta.Ge

500 000 დოლარს მიიღებს რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინას ვერტმფრენი „მი-8“ გადასცა


რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა და კიევს რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩაუყვანა, ჯილდოდ 500 000 დოლარს მიიღებს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.

გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვს მიბაძონ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული.

„უკრაინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა. ჩვენს ვალდებულებებსაც ვასრულებთ და საერთაშორისო სამართალსაც ვიცავთ. ასე, რომ, იმ რუსებს, ვისაც არ სურთ სამხედრო დამნაშავეები გახდნენ – გთხოვთ, დანებდით, გადმოდით უკრაინის მხარეს და დაიცავით თქვენი სინდისი და ღირსება, იბრძოლეთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გურ-ის პრესსპიკერმა ანდრეი უსოვმა.


კუზმინოვის და მისი პილოტირებული ვერტმფრენის უკრაინაში გადასვლა, ოფიციალური ცნობით, გურ-ის ხანგრძლივი სპეცოპერაციის შედეგი იყო. მფრინავი ოჯახთან ერთად უკრაინაში იმყოფება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...