Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.950

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ომბუდსმენი - აქციაზე დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა - პოლიცია მათ ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. „ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინ

დამკვირვებლები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას ლოზუნგით: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ მართავენ

დამკვირვებლები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ხმის და მომავლის ქურდები“, „დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „არჩევნები სამარცხვინოდ გაყალბდა“. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,

გიორგი გახარია 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, დღეს, 14:00, საათზე ბრიფინგს გამართავს.  ამის შესახებ პარტია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

ჰელსინკის კომისია - თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც

„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს. „ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქა

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

54 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პოლიტიკოსი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ის ლიდერი იყო. გარდაცვალებაზე ინფორმაციას პარტიის პრესსპიკერი კატო შინდაგორიძე ავრცელებს. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ს დამფუძნებელ გიორგი ჭანტურიასთან 1991 წლიდან თანამშრომლობდა.1993 წელს ის ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს

სამსახურიდან გაათავისუფლეს ადიგენის საკრებულოს თანამშრომელი, რომელმაც „ოცნება" გააკრიტიკა

დღეს, 27 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გუშინ, 26 დეკემბერს, ბუცხრიკიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას. ერთი დღის შემდეგ ის საკრებულოდან გაუშვეს. 25 დეკემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს 10-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, პ

რაზე ისაუბრა გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერვიუში

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში მისი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასა და აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები, რა დროსაც საპოლიციო ძალები მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისთვის „წყალგამყოფი ხაზი” აღმოჩნდა. შაიშმელაშვილი, ასევე, ჰყვება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახ

აქციაზე ნაცემი მოქალაქის თქმით, ტელეფონიც წაართვეს - ამის გამო $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა

აქციაზე ნაცემი მოქალაქე, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ ტელეფონიც წაართვეს, რის გამოც $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა. ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, კრიპტოსაფულესა და

უდესიანი: მათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან

კიდევ ერთი მოქალაქე, თათია უდესიანი წერს, რომ ათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. მისი თქმით, მოტივი მხოლოდ ისაა, რომ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერია – „იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება“. უდესიანი წერს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში „სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით“, 31 დეკემბრის ღამეს აცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს მასთან შრომით ურთიერთობას. კა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. შეკრებილები სკანდირებდნენ: „დამხობა რეჟიმს - თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეთ“. ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს. „როგორც წესი, შსს კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავ

ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს. მისივე ინფორმაციით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება. „დღეს, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება (საგამოძიებო მოქმედება). გიორგი გახარიას გამოკითხვა მოხდება რამდენი

მოვუწოდებ ბრიტანელებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს ივანიშვილს და მის ოჯახს სანქციები – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ამის შესახებ ჯო უილსონი X-ზე წერს და აზიარებს „საერთაშორისო – გამჭვირვალობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნესიმპერიას, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო

ადვოკატის თქმით, „ბაბილოსთან“ დაკავებული შაკო მაღრაძე მუცლის ტკივილის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბაბილოსთან“ აქციაზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ გუჯა ავსაჯანიშვილთან დაკავშირებას ცდილობს. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელმაც იზოლატორში დარეკა ინფორმაციის მისაღებად, გვეუბნება, რომ შაკო მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმმა მიიღო, რადგან მას მუცელი სტკიოდა. ტყეშელაძე განგვიმარტავს, რომ იზოლატორის ექიმებს პატიმრების კვლევის დამატებითი ს

იოზვიაკი: EU-ის ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ამის შესახებ ის X-ზე წერს.  20 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის

სოფო ხორგუანი - ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს

„ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემის მოსმენას შეძლებთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/581178771429970

ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე, თუ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით, ამ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს - „ოცნება“ დგას გზაზე, რომელსაც ავტორიტარიზმი ჰქვია

როდესაც მეგობრებს დაკარგავ, რუსეთთან ერთი ერთზე დარჩები - „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე კი, ამ ქვეყანას, თუ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით, არანაირი შანსი არ აქვს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის

ირაკლი კობახიძე - ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია

ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია.

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა. „ახლა თავშესაფარში ვარ. აქ, ყველამ ლეპტოპი ან ტელეფონი ამოიღო და თავის საქმეს შეუდგა ან აგრძელებს შეხვედრებს. სრული სიმშვიდეა [თავშესაფარში]“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო. თვითმხილველების განცხადებ

მიხეილ ხიდურელი - ლონდონში წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022 საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია. „აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას უცხოელი ინვესტორებ

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც რამზან კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გადააყენეს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონ

პაატა მანჯგალაძე - თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ახლა არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების დროა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია. მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკურ ხედვებში თეონა აქუბარდიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს. პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ახლა არ არის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დრო. „ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით დ

გიორგი ბახტურიძე - ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია, მწეველების საშუალო ასაკი 56 წელია

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, თუ 1-ელი იანვრიდან კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, ის 5000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთფეროვანი კოლოფები მნიშვნელოვანი ბერკეტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში თამბაქოსადმი ინტერესი და მიმზიდველობა დაიკარგოს. მან სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემებზე დაყრდნობით,

ნიკა მელია - პრაიმერიზი დღეს ვინმეს თუ აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმა ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას

ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა ითანამშრომლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად ს

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთმა უკრაინაში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში განადგურებულია 278 რუსული თვითმფრინავი, ავღანეთში კი განადგურებული იყო 118 საბჭოთა თვითმფრინავი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი რუსეთის ფედერაციისთვის სამარც
×
×
  • შექმენი...