Jump to content
Planeta.Ge

პაატა მანჯგალაძე - თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ახლა არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების დროა


„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია.

მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკურ ხედვებში თეონა აქუბარდიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს.

პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ახლა არ არის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დრო.

„ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით და მასზე ცუდს არადროს ვიტყვი, მაგრამ პოლიტიკურ ხედვებში იყო აშკარა პრინციპული და ფუნდამენტური სხვაობა. თეონა აქუბარდიას დღემდე მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გამოსწორება, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ გამოსწორების შანსი არ არასებობს. ახლა არის დრო არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის, არამედ მხილების, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს. ამ საკითხში თეონა აქუბარდია სხვანაირად ფიქრობს. წარმატებებს ვუსურვებთ, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს და მის კრიტიკას არ ვაპირებ. მას თუ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოასწორებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა და მიზეზად საპარლამენტო მუშაობისგან პარტიის დისტანცირება დაასახელა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...